13-03-2015, 19:03
ნანახია: 2585,
კომენტარები: 10
"ვან გაალის ტაქტიკა მომწონს, მაგრამ არსებობს მაგრამ"
პოლ სქოულზი ვან გაალის სათამაშო სქემის შესახებ.
მიმდინარე სეზონში თასის მოპოვების "იუნაიტედის" უკანასკნელ შანსს "არსენალთან" მარცხის შემდეგ ბოლო ორშაბათს მოეღო და 1987/89 წლების შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ვერ ახერხებენ ტიტულის მოპოვებას როგორც ინგლისის, ისე ევროპის მასშტაბით. მაგრამ თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც გუნდს ამ უქმეებზე ელოდება, ყველაფერი უფერულდება ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაზე ზრუნვის ფონზე.
"იუნაიტედის" დარჩენილ მატჩებს ადვილს ვერ უწოდებ: კვირას - "ტოტენჰემი", მომდევნო კვირას - "ლივერპული", "ჩელსი" და "ევერტონი" გასვლაზე გველოდებიან და კიდევ ერთი საშინაო მატჩი "არსენალთან". ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ორ საგზურზე პრეტენზიას უფრო "არსენალი", "იუნაიტედი" "ტოტენჰემი" და "ლივერპული" აცხადებენ. "საუთჰემპტონი" - ამ რბოლაში აუტსაიდერია და უკვე ვთქვი, რომ "ლივერპულის" შემყურე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მათ ფავორიტად მივიჩნევ.
ორშაბათს "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედის" თამაშის ყურებისას მესმოდა რა სურდა ვან გაალს ფეხბურთელებისგან. მისი იდეა მომწონს. მხოლოდ ის მაეჭვებს, ჰყავს თუ არა ამისთვის საჭირო ფეხბურთელები.
ბოლო კვირას ვან გაალმა "იუნაიტედს" მოარგო სტილი, რომელსაც შემიძლია ბარსელონური ვუწოდო. მისი ცენტრალური მცველები გადადიან ფლანგზე, ფლანგის მცველები მონაწილეობენ შეტევაში და გუნდი ბევრ პასს აკეთებს. ეს სუსტ გუნდებთან ამართლებს, მაგრამ ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორიც "ტოტენჰემი" და სხვებია, რომლებიც მაღალ პრესინგს თამაშობენ, ჩნდება შეკითხვა, ამოიხსნება თუ არა ვან გაალის საიდუმლო.
ასეთ სტილში სათამაშოდ ჭეშმარიტად ექსტრაორდინალური ფეხბურთელები გჭირდება. "ბარსელონას" შეუძლია ასეთი ფეხბურთი ითამაშოს, რადგან მას ამისთვის ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ბოლო სამ სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედმა" დაახლოებით 220 მლნ. ფუნტი დახარჯა და ჯერ კიდევ მეპარება ეჭვი, რომ მსგავსი ტაქტიკისთვის საჭირო ფეხბურთელები ჰყავს.
"არსენალთან" მატჩში იყო ეპიზოდები, როცა "იუნაიტედი" ბევრს თამაშობდა მარუან ფელაინიზე, მაგრამ ეს არ ხდებოდა იმდენად ხშირად, რამდენადაც მოსალოდნელი იყო. და ისევ რატომ არის გუნდში? უკიდურეს შემთხვევაში მოწინააღმდეგის ნახევარზე ბელგიელისთვის მიწოდებული პასები "იუნაიტედს" შანსებს უქმნიდა. ეს, შესაძლოა ისტორიამდელი სტრატეგიაა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ვან გაალი მის დანერგვას დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებს, მაგრამ თუ "იუანიტედი" ასეთ სტილში თამაშს გააგრძელებს, მოწინააღმდეგე მათ მომდევნო ნაბიჯს ადვილად ამოიცნობს.
"დეზების" ნახევარდაცვის ცენტრში ორი ფეხბურთელია, რომლებიც მომწონს: ნაბილ ბენტალები და რაიან მეისონი. ისინი სწრაფად ართმევენ მოწინააღმდეგეს ბურთს და მალავენ. თუ მათი აცილებით პასის გაკეთების სურვილი იქნება, ბურთის ფლობის დიდი უნარი იქნება საჭირო. ჩემი აზრით კვირას მოედანზე მაიკლ კერიკი გამოვა, რაც "იუნაიტედს" დაეხმარება.
მესმის, რის გაკეთება სურს ვან გაალს. მომწონს, რომ ვინგერებით თამაშობს. და კიდევ ვიცი, რომ ჩვენ, ყოფილი ფეხბურთელები, ყოველთვის არ უნდა ვამტკიცებდეთ იმას, რაც იყო და აღარ არის. ყველაფერი იცვლება, თუმცა ვფიქრობ, შემტევი ფეხბურთის გარკვეული პრინციპები და სანახაობრიობა შენარჩუნებული უნდა იქნეს. როგორც ნებისმიერ გულშემატკვიარს, რომელიც მატჩს ესწრება - "ოლდ ტრაფორიდს" სერიოზული აბონიმენტი მაქვს - მინდა ვნახო, როგორ თამაშობს გუნდი ლამაზად და იმარჯვებს. უბრალოდ არ ვფიქრობ, რომ მათ მიერ ამჟამად შერჩეული ტაქტიკა კლუბში არსებული ფეხბურთელების ფონზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
არ მესმის, ახლა, მარტში რატომ აირჩია "იუნაიტედმა" თამაშის კიდევ ერთი ახალი სტილი ამისთვის საჭირო ფეხბურთელების არსებობის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. სამწვრთნელო კარიერიები ცოცხლობს და კვდება მათ გუნდში არსებულ ფეხბურთელებზე დამოკიდებულებით. უნდა იყიდო ფეხბურთელები ტაქტიკისთვის, რომლებიც შენი შეხედულებით, წარმატებას მოგიტანენ. არ ვფიქრობ, რომ კლუბმა ბალანსს მიაღწია.
უნდა დავფიქრდეთ ხუანზე, რომელიც 17 იანვრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ გამოსულა. ვან გაალის ტაქტიკის გათვალისწინებით ვერ ვხვდები, რატომ არ გამოდის ფელაინის ნაცვლად მატა, განსკუთრებით თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ "იუნაიტედს" ჩაწოდებებით თამაში არ სურს.
ჯერ კიდევ მჯერა, რომ ვან გაალი სწორი არჩევანია. არ ვფიქრობ, რომ გუნდის ხედვის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის. ლუი - ჯიუტი ადამიანია და ფეხბურთში ეს ცუდი არ არის. მაგრამ ვშიშობ, თუ ბარსელონურ სტილში თამაშს გააგრძელებს, კლუბს ასეთი სტილის ფეხბურთელების მოძებნა მოუწევს.
უაზრობად ჟღერს, თუ დახარჯული რესურსებიდან გამომდინარე შევხედავთ და ამ ყველაფრის ცხოვრებაში გააზრება უფრო რთული იქნება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა. ეს სეზონი კლუბისთვის კიდევ ერთი გამოცდა გახდა, მაგრამ ბოლო 7 თვეში გადატანილი ვერც კი შეედრება იმას, რაც "იუნაიტედს" ბოლო 10 მატჩში ელოდება. ფსონი - ყველაზე ძვირფასია.
წყარო: carrick.ru