თბილისი:
მანჩესტერი:
14-03-2015, 15:15
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2457,
კომენტარები: 8
დი დომენიკო: "იუნაიტედისაგან" ზარი მივიღეთ"
ჯანლუკა დი დომენიკო საკუთარ აგენტზე საუბრობს.
დი დომენიკო:
ჯანლუკა დი დომენიკომ, "ვოლფსბურგის" მცველის რიკარდო როდრიგესის აგენტმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მათთან კონტაქტზე გავიდა, თუმცა გერმანული კლუბი 22 წლის შვეიცარელის გაყიდვას არ აპირებს.

"შემიძლია ვთქვა, რომ "იუნაიტედისგან" ზარი საჭირო ინფორმაცის მისაღებად მივიღე, თუმცა "ვოლფსბურგი" არც ერთი წინადადების განხილვას არ აპირებს. რაც შეეხება მადრიდის "რეალს", მათთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია."-განუცხადა აგენტმა იტალიურ პრესას.

როდრიგესი გერმანულ კლუბში მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედმა" გასულ ზაფხულს ამ პოზიციაზე მოთამაშე 18 წლის ლუკ შოუ 27 მილიონ ფუნტად შეიძინა. გუნდში ამ პოზიციაზე თამაში მარკოს როხოს, ეშლი იანგსა და დეილი ბლინდს შეუძლიათ.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები, ტრანსფერები
8 კომენტარი
№1
ავტორი: love united
14 მარტი 2015 15:35
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
არ გვჭირდება, თორე ძაან კარგი ფლანგელია. რამე რო იყოს შოუს სკამზე დასვამდა დიდი ალბათობით.
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
14 მარტი 2015 15:42
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სიმართლე გითხრათ არ მინახავს ამის თამაში, მაგრამ ჯობია რო შევიძინოთ გამოუცდელი შოუს მაგივრად რო ითამაშოს
0
№3
ავტორი: GeorgeBest
14 მარტი 2015 16:23
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
love united,
გადმოსვლამდე შოუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ეგრეც ნუ იტყვი. მოვა და ნახავ რასაც იზამს

მარა იმედია არ მოვა wink
0
№4
ავტორი: AkkRed
14 მარტი 2015 16:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მარცხენა მცველის პოზიციაზე ოხრად გყვავს ხალხი, ამას ჯობია დაცვის ცენტრს მიხედონ.
0
№5
ავტორი: gilmour
14 მარტი 2015 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ეს მართლა მაგარია და პრემიერლიგასაც მოუხდება, ჯანიანია თან, მაგრამ შოუს ტალანტი არ უნდა დავკარგოთ პირველ რიგში. სულ ტრავმა ხომ არ ექნება ჩადგება ფორმაში.
0
№6
ავტორი: manutd---10
14 მარტი 2015 19:42
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
რაში გვინდა ამდენი ფლანგელი მეტყვით ვინმე?

ცენტრალური მცველი გვინდა ცენტრალური.

მაგრამ ლუი ისეთი "ფილოსოფოსია" ალბათ მარცხენა ფლანგზე გადაატანინებს კარებს biggrin2
0
№7
ავტორი: RojoDiablo
15 მარტი 2015 07:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სამ კაცს შეუძლია მანდ თამაში ოთხს თუ არა და კიდევ ეგ გვინდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Goginashvili777
15 მარტი 2015 10:15
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ეს ვის რათ უნდა ? lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top