ცნობილი ჰოლანდიელ ფორვარდს ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ სწორედ ლუი ვან გაალი არის ის ადამიანი, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედს" სჭირდება.
"ვფიქრობ, კლუბმა ახალი მწვრთნელის მოწვევით გამოწვეული ყველა რისკი გამოითვალა. ლუი ვან გაალი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელმაც თავისი კარიერის განმავლობაში უამრავი ტიტულის მოგება შეძლო. ის არაერთხელ ყოფილა რთულ სიტუაციაში, ასე რომ ის ზეწოლას ნაკლებად განიცდის."
"ნებისმიერი სპეციალისთვისათვის ეს სამუშაო საკმაოდ რთულია. მე კარგად ვიცნობ ვან გაალს და ვიცი, რომ საკუთარი უნარით იგი ყველაფერს უკეთებოსისაკენ შეცვლის. ის ძალიან ჭკვიანია და სიტუაციას მარტივად გაუმკლავდება."–განუცხადა ჰასელბაინკმა skysports–ს