ესპანურ პრესაში დიდი ცვლილებების შესახებ საუბრობენ.
"რეალ მადრიდის" მთავარი მწვთვნელი, კარლო ანჩელოტი ვან გაალის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია თუ თუ ესპანურ გამომცემლობა Marca-ს დავუჯერებთ.
ორივე მწვრთვნელს მძიმე პერიოდი უდგას და ორივე მათგანი ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. მიუხედავად ამისა, "ლოს ბლანკოს" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა პრეს-კონფერენცზიაზე მინიშნება გააკეთა, რომ ანჩელოტის არავინ დაითხოვს. თუმცა იგი ამ თემაზე ამჟამინდელ და არა სამომავლო დროში საუბრობდა.
ჭორები ამით არ შეჩერებულა და გამოითქვა ვარაუდი, რომ ანჩელოტის ბედი სეზონის დასასრულს გაირკვევა, იმის მიხედვით თუ რაოდენ წარმატებული იქნება "სამეფო კლუბის" გამოსვლა ქვეყნის შიდა და ეცროპის ტურნირზე. მანამ სანამ ეს ჭორები განხილვის მთავარი საგანია, ანჩელოტის თქმით, იგი ბედნიერია ბერნაბეუზე, თუმცა მას მაინც აკავშირებენ მანჩესტერულ კლუბებთან.
ვან გაალის ხელმძღვანელობით, "იუნიატედი" აშკარად ვერ გამოიყურება დამაჯერებლად და ამ კვირაში სეზონში ერთადერთი თასის მოპოვების შანსიც დაკარგა. "წითელი ეშმაკუნები" ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურის ზონაში იმყოფებიან, თუმცა დარჩენილი 10 მატჩიდან მათ მინიმუმ 6 მატჩში დიდი ბრძოლა ელით. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება გაკეთდა ორივე კლუბის ხელმძღვანელიბის მხრიდან, იმის შესახებ რომ მთავარ მწვრთვნელს არ დაითხოვდნენ, სეზონის ბოლოს წარმოდგენილი სიტუაცია მაინც მთავარი ფაქტორი იქნება სამომავლოდ განსახორციელებელ ცვლილებებში.
წყარო:
90min.com