მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეები ერთმანეთის გვერდში დგანან და პრემიერ ლიგის დარჩენილ 10 ტურში პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებენ.
33 წლის ნახევარმცველმა ხუთნახევარი კვირის განმავლობაში უქმად ყოფნის შემდეგ ორი მატჩი ჩაატარა შეცვლაზე შესვლით და ვიცე-კაპიტნის გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში "იუნაიტედს" ძალიან დაეხმარება.
"წითელი ეშმაკები" ჩელტენჰემის ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც კერიკი, ბლინდი, რაფაელი, ევანსი და იანგი ერთად დოღსაც დაესწრნენ.
კერიკი ამბობს, რომ გუნდში ერთიანობა შეიმჩნევა და სეზონის დარჩენილ ნაწილს შესაბამისი შემართებით ხვდებიან.
"ამას ვეგუებით, ვაკეთებთ საუკეთესოდ იმას, რაც ვიცით," - უპასუხა კერიკმა, როცა ჰკითხეს, თუ როგორ უდგებიან "არსენალთან" განცდილ მარცხს - "მძიმედ ვვარჯიშობთ და ერთად ვდგავართ. არ შეგვიძლია უკან ყურება, უნდა ვიმოქმედოთ და მომდევნო მატჩებს მივაქციოთ ყურადღება, მათ პოზიტივით უნდა მოვეკიდოთ."
კვირას "ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემის" მასპინძლობით "იუნაიტედის" რთული კალენდარი იწყება.
"დღეიდან სეზონის ბოლომდე ყველა მატჩი დიდი მატჩია. განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ, რომლებიც სატურნირო ცხრილში შენს მახლობლადაა, ასეთი შეხვედრები კი მალე გვაქვს. კვირისთვის მზად ვიქნებით." - განაცხადა კერიკმა.