ვიდიჩი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდი" გასული სეზონის ბოლოს დატოვა, ამჟამად მილანის "ინტერის" ღირსებას იცავს.
"ნერაძურის" რიგებში გადასვლის შემდეგ ნემანიას რობერტო მანჩინის გუნდში თავის დამკვიდრება გაუჭირდა და მის ანგარიშზე მხოლოდ 15 ჩატარებული მატჩია.
სერბის ასეთმა მდგომარეობამ კი ევროპის სხვადასხვა ტოპ-კლუბების ყურადღება მიიპყრო.
ფეხბურთელის აგეტნმა სილვანო მარტინამ ამ გუნდებს მინიშნება მისცა, რამეთუ განაცხადა, გამორიცხული არ არის სერბის წასვლა.
"ის კარგადაა. "ინტერი" კარგი კლუბია და მისი მაისურის ტარება ყველას სურს. დატოვებს თუ არა ის მილანურ კლუბს სეზონის ბოლოს? მე ჯადოქარი არ ვარ. მომავალს ვერ ვხედავ." - განაცხადა აგენტმა.
ასეთი ამბავი ლუი ვან გაალს გაახარებს, რომელიც გამოცდილი ცენტრალური მცველის ძიებაშია და მოხარული იქნება თუ "ოლდ ტრაფორდზე" სერბს დააბრუნებს.