"პსვ"-ს ახალგაზრდა ვინგერი მზადაა ამ ზაფხულს "იუნატედს" შეუერთდეს.
ჰოლანდიური პრესის ცნობით "პსვ"-ს ნახევარმცველი მემფის დეპაი, რომელიც ამ ზაფხულში კლუბის დატოვებას აპირებს, მზადაა შეუერთდეს ლუი ვან გაალს "მანჩესტერ იუნაიტედში". წყაროს მიხედვით, ინგლისელებმა "ერედივიზიონის" საუკეთესო ბომბარდირისთვის 21 მილიონი ფუნტი გაამზადეს.
როგორც წიგნის "ო, ლუი"-ს (ლუი ვან გაალის ბიოგრაფიული წიგნი) ავტორი, ჰიუგო ბორსტი იტყობინება, ვან გაალს და დეპაის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და 21 წლის ნახევარმცველი მას იხსენიებს "როგორც მშობელ მამას".
"პსვ"-ს მთავარი მწრვთნელი ფილიპ კოკუ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაადასტურა ინფორმაცია დეპაის კლუბის დატოვების შესახებ, დარწმუნებულია რომ ახალაგაზრდა ვინგერს შეუძლია როგორც მინიმუმ არიერნ რობენის დონეზე თამაში:
"შეუძლია თუ არა მას რობენის დონემდე მისვლა? ვფიქრობ კი. ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, თუმცა ორივე გამოირჩევა სისწრაფით და შესანიშნავი დარტყმით. ორივე მათგანი ცდილობს ყოველთვის რაიმე ახალი ისწავლოს, თუმცა მემფისი ჯერ მხოლოს 21 წლისაა და მას ჯერ კიდევ ბევრი გარჯა მოუწევს რობენის დონემდე მისაღწევად.""Manchester Evening News"-ის ცნობით თვითონ ფეხბურთელსაც დიდი სურვილი აქვს "იუნაიტედში" გადასვლის, ამის დასტური კი მისი "თვითერის" გვერდია, სადაც ჩანს რომ დეპაის "მოწონებული" აქვს სტატია სახელწოდებით "იუნაიტედს" ბევრი ფული აქვს დეპაისთვის".
შეგახსნებთ, რომ მიმიდინარე სეზონში დეპაის ანგარიშზე 28 ჩატარებულ შეხვედრაში 19 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ასევე იგი გასულ წელს ნომირებული იყო "მსოფლიო ჩემპიონატის" საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზე.
წყარო:
ManUtd.ru