12-03-2015, 14:20
ნანახია: 2306,
კომენტარები: 5
საუბრები ვარჯიშის შესახებ: იანუზაი
ადნან იანუზაი ვარჯიშების შესახებ საუბრობს.
რა არის თქვენი საყვარელი ნაწილი ვარჯიშზე?
პოზიციური თამაში.
პირადად თქვენ ვარჯიშებზე რაზე მუშაობთ?
ყველაფერზე, რაც ნახევარდაცვას და ვინგერობას ეხება. შეტევაზე უფრო ვარ ფოკუსირებული.
დარბაზში რამე განსაკუთრებულ ვარჯიშს ასრულებთ?
დარბაზში მრავალი სახის ვარჯიშებს ვასრულებ. ვცდილობ უფრო სწრაფი და ძლიერი ვიყო, ამიტომ, როცა მოედანზე გავალ უფრო მყარად ვიქნები.
5-კაციან გუნდში ვისთან ერთად ითამაშებდით?
თუ მეკარე არ მჭირდება - უაზა, ვან პერსი, დი მარია და ან მატა ან ფალკაო.
რომელია საუკეთესო გოლი, რომელიც ვარჯიშებზე გინახავთ?
უნდა ვთქვა, უაზას მიერ გატანილი. ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ვიცი, რომ ამ სეზონში კარგი გოლი გაიტანა.
რომელია საუკეთესო გოლი, რომელიც ვარჯიშებზე გაგიტანიათ?
11-11 თამაშის დროს დაახლოებით 22 მეტრიდან გატანილი გოლი.
ვარჯიშის შემდეგ პირველ რიგში რას აკეთებთ?
ნორმალურად ვჭამ. ვფიქრობ, ვარჯიშის შემდეგ ეს მნიშვნელოვანია.
წყარო: manutd.com
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.