"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მცველს რიო ფერდინანდს სჯერა, რომ ანხელ დი მარია ოპონენტებს საკუთარ ძალებს მალე დაუმტკიცებს.
60 მლნ. ფუნტიან შენაძენს "ოლდ ტრაფორდზე" თავდაპირველად კარგი სტარტი ჰქონდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. დი მარიასთვის უკანასკნელი მატჩიც წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი "არსენალის" წინააღმდეგ, სათასო მატჩში მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა.
ჩავარდნების მიუხედავად, ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ არგენტინელი ვარსკვლავი საკუთარ თვისებებს მალე წარმოაჩენს.
"ვფიქრობდი, რომ "იუნაიტედისათვის" ანხელი შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა, თუმცა დღესაც ამ აზრზე ვარ, რადგან ის საუკეთესო ფეხბურთელია."
"სავარაუდოდ გასულ წელს ის "რეალის" საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ანხელი და კრიშტიანუ "ბლანკოსის" გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ. ის უაღრესად ნიჭიერია."
"მოთამაშეს ახალი გარემოს მოსარგებად დრო სჭირდება. ეს განსაკუთრებით მაშინაა აუცილებელი, როცა უცხო ლიგაში გადადიხარ. ყველა ფეხბრუთელს არ შეუძლია, რონალდუს მსგავსად მოერგოს ახალ გუნდს და ძალიან მალე გახდეს სუპერვარსკვლავი. შესაძლოა დი მარიას ამისათვის დიდი დრო დასჭირდეს. ამის განსაზღვრას ვერავინ შეძლებს."
"მისი სტილი პრემიერ ლიგაში ერგება. ის არის სწრაფი, შეუძლია გასცდეს ფეხბურთელებს. ანხელი ძალიან ნიჭიერი ფეხბრუთელია და ის ძალიან მომწონს."-განაცხადა ინგლისელმა მცველმა