"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი შემოდგომაზე ახალ წიგნს გამოსცემს.
აღნიშნული, როგორც "ლიდერობის შესახებ ახალი შთამაგონებელი წიგნი" დაწერილი იქნება ინვესტორისა და მწერალის, სერ მაიკლ მორიტსის თანაავტორობით და ფერგიუსონის 38 წლიან სამწვრთნელო კარიერას გამოიძიებს.
Hodder & Stoughton-ს მიერ გამქვეყნებული წიგნი მოედანსა და მის მიღმა ფერგიუსონის წარმატების საიდუმლოს ფარდას ახდის. ტაქტიკიდან გუნდურ მუშაობამდე, დანიშვნიდან წასვლამდე, კონფერენც-დარბაზებში პასუხებიდან ჩაფლავებაზე პასუხისგებამდე, წიგნი მოახდენს საოცარი კარიერის განმავლობაში მიღებულ მთავარი გადაწყვეტილებების გაცნობას.
ფერგიუსონის მეორე ავტობიოგრაფიული წიგნი მხოლოდ 2013 წლის თებერვალში გამოიცა, ხოლო მომდევნო წელს გადახედვითი ვარიანტი გამოქვეყნდა.
შოტლანდიელს თავის კარიერაში მოგებული აქვს პრემიერ ლიგის 13, ინგლისის 5, ლიგის 4, ჩემპიონთა ლიგის 2, 1 კონტინენტთაშორისი, კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის 1 და ევროპის თასებს მფლობელთა 1 თასი - ეს ყველაფერი კი 26 წელიწადში.
ფერგიუსონმა ამის შესახებ განაცხადა: "მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ საკმარისი დრო მქონდა იმისთვის, რომ ჩემი საფეხბურთო მენეჯერობის კარიერაზე მეფიქრა და შემედარებინა მიზეზები, რაც ჩემს პირად წარმატებას თან სდევდა, ასევე საუბრები მაიკ მორიტსთან და ჰარვარდის უმაღლეს სასწავლებელში ჩემი როლი.
ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო წარსულში ხედვა ნაცვლად იმისა, რომ მომავალი დამეგეგმა, მაგრამ ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდი.
ამ წიგნის დაწერის პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა მაიკს შევხვდი და ერთმანეთის მიღწევებს პატივი ვეცით.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად ბევრი დრო გავატარეთ, რადგან ბევრს ვმუშაობდით რათა ამოგვეცნო და განგვესაჯა ფილოსოფია, რომელსაც ჩემი კარიერის განმავლობაში ვეყრდნობოდი.
მოხარული ვარ მაიკის მიდგომითა და მუშაობის უნარით, დარწმუნებული ვარ, ხალხი დააფასებს იმას, რაც გვერდებზე დავიტანეთ. ასეთი პროექტისთვის უკეთესი პარტნიორი ვერც კი მეყოლებოდა." - განაცხადა ფერგიუსონმა.
წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.