"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ინგლისის თასზე განცდილი მარცხის შემდეგ დარდი ჩელტენჰემის ფესტივალზე გაიქარვეს.
ტურნირის დატოვების შემდეგ 48 სთ-ზე ნაკლებ დროში მაიკლ კერიკი, ეშლი იანგი და დეილი ბლინდი ჩელტენჰემში შეამჩნიეს.
ჯონი ევანსი, რომელმაც 6 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თანაგუნდელებს მოგვიანებით შეუერთდა, ხოლო რაფაელ და სილვა, რომელმაც "იუნაიტედის" 21 წლამდელთა გუნდის რიგებში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ასევე დაესწრო აუდიენციას პირველი გუნდის ფიზ-მომზადების მწვრთნელ გარი უოლკერთან ერთად.