"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისი ყოფილი ნახევარმცველი ნიკი ბატი აკადემიის დროებითი მწვრთნელის პოსტზე მიიწვია.
ამჟამად ნიკი უორენ ჯოისს "იუნაიტედის" 21 წლამდელთა გუნდის გაწვრთნაში ეხმარება.
ადრე საუბრები მიმდინარეობდა იმის შესახებ, თითქოს "ჰალ სიტის" სურდა ბატის მიწვევა სტივ ბრიუსის თანაშემწედ, თუმცა "ვეფხვებმა" არჩევანი სერ ალექს ფერგიუსონის ყოფილ შეგირდზე, ნიკ ფელანზე შეაჩერეს.
როგორც ვიცით, მიმდინარე სეზონის ბოლოს "იუნაიტედის" აკადემიას ბრაიან მაკლეირი დატოვებს.
სწორედ მის ნაცვლად იქნება მიწვეული "იუნაიტედის" ლეგენდა, რომელსაც "წითელი ეშმაკების" მომავალი ვარსკვლავების აღზრდა დაევალება.