"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა ანხელო ენრიკესმა, რომელიც იჯარით ზაგრების "დინამოში" თამაშობს განაცხადა, რომ მას ხორვატულ კლუბთან მუდმივი კონტრაქტის გაფორმება სურს და "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას არ აპირებს.
""დინამო" ცდილობს, რომ ჩემთან მუდმივი კონტრაქტი გააფორმოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩემით კმაყოფილები არიან. კლუბშიც და ქალაქშიც თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მე აქ ყველაფერი მიყვარს, რის გამოც ზაგრებში დარჩენა მსურს."
"მე ძალიან თბილად მიმიღეს და ბევრი მეგობარი მყავს. ზაგრები ლამაზი ქალაქია და თაყვანისმცემლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ამ სეზონში ორი მთავარი ტიტულის მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის დიდი შანსი გვაქვს და იმედი მაქვს ამ წარმატების ნაწილი მეც ვიქნები."-განაცხადა ჩილელმა
შეგახსენებთ, რომ იანვარში ხორვატული კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მათ ენრიკესი 1 მლნ. ევროს სანაცვლოდ გამოისყიდეს, თუმცა როგორც ჩანს ჩილელი ჯერ კიდევ "იუნაიტედის საკუთრებაა.