დენის ირვინს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ლუკ შოუს სახით "იუნაიტედმა" ტოპ ფეხბურთელი შეიძინა.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ლუკ შოუ ძალიან სწრაფად პროგრესირებს. მან კარგად ითამაშა "საუთჰემპტონში", რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების რიგებში თამაში დაიმსახურა. ვფიქრობ, ძალიან მალე იგი ჩვეულ დონეზე თამაშს გააგრძელებს. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა შეუძლია მას."
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ასეთ ასაკში ბევრ შეცდომას უშვებენ, რომლის საშუალებითაც გამოცდილებასაც იღებ. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ იგი ტოპ ფეხბურთელი გახდება."-აცხადებს "იუნაიტედის" ლეგენდა.