11-03-2015, 10:07
ნანახია: 2256,
კომენტარები: 17
იანგმა ტრავმა მიიღო
ეშლი იანგი დაშავდა.
ლუი ვან გაალის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში შესაძლოა ეშლი იანგი ვეღარ დაეხმაროს, რადგან "ტოტენჰემთან" მატჩში მისი თამაში ეჭვქვეშ დადგა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" დაპირისპირებაში მცირე დაზიანება მიიღო და "ოლდ ტრაფორდი" შესამჩნევი დისკომფორტით დატოვა.
28 წლის ფეხბურთელს კარინგტონზე გამოკვლევებს ჩაუტარებენ, რათა დადგინდეს, თუ რამდენად სერიოზულია ფეხბურთელის დაზიანება.
თუმცა დიდი ალბათობით იანგი კვირას გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, "იუნაიტედი" 15 მარტს "ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს.
წყარო:
M.E.N.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.