დღეს, "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა დუბლების პრემიერ ლიგის მატჩი, სადაც ერთმანეთს "იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" რეზერვები ხვდებოდნენ. მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ორივე გუნდისათვის, რამეთუ "იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ სატურნირო ცხრილში. პირველი ნახევარი ფრედ, 1 - 1 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარმა გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა. მატჩის 24-ე წუთზე სტუმრები კენი მაკევოის გოლის წყალობით დაწინაურდნენ, თუმცა ზუსტად 8 წუთში რაფაელმა ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრაში ძირითადი გუნდიდან მონაწილეობა ოთხმა მოთამაშემ მიიღო. ვიქტორ ვალდესმა, რაფაელ და სილვამ და ჯეიმს უილსონმა მატჩი სრულად ჩაატარეს, ხოლო რადამელ ფალკაო 72 წუთზე ჰაროპმა შეცვალა.