მარკოს როხოს ინტერვიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელმა მცველმა, მარკოს როხომ "Manutd.Com"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის კერპზე, ხუან სებასტიან ვერონზე და "იუნაიტედის" გულშემატკივრებზე საუბრობს.
ხუანის კარიერის დასასრული და თქვენი კარიერის დასაწყისი დაემთხვა, როცა "ესტუდიანტესში" ერთად გამოდიოდით. გვიამბეთ რამე ამის შესახებ...ყოველთვის აღრფრთოვანებული ვიყავი მისით. ის იყო ჩემი კერპი, მის თამაშს მუდამ თვალს ვადევნებდი, როცა ეროვნულ ნაკრებში და ევროპის დიდ კლუბებში გამოდიოდა. მასთან ერთად მოედანზე თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე. ჩვენ მოვიგეთ "კოპა ლიბერტადორესი" და ავიხდინე ოცნება, სანამ ევროპაში წამოვიდოდი.
თქვენ და ხუანმა განიხილეთ "იუნაიტედის" შემოთავაზება ერთად. კიდევ გაქვთ კონტაქტი ?დიახ, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ. ის ამჟამად "ესტუდიანტესის" პრეზიდენტი გახლავთ. ხშირი კონტაქტი გვაქვს სატელეფონო საუბრებითა და გზავნილებით. როდესაც "იუნაიტედის" წინადადება მივიღე, ის იყო პირველი, ვინც მირჩია, რა უნდა გამეკეთებინა და დღეს მე უკვე აქ ვარ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას ამისთვის.
რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც "იუნაიტედის" გულშემატკივარი სკანდირებს "არგენტინა, არგენტინაs" ?ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველ ჯერზე ყვირილი "არგენტინა!" მატჩის მსვლელობისას წარმოუდგენელია. მათი მხრიდან ეს საქციელი, ჩემთვის თუ ანხელისთვის, ნიშნავს უდიდეს მხარდაჭერას.
"იუნაიტედის" გულშემატკივარი არგენტინელი ფეხბურთელების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენს.თუ ეს არის მთავარი, ვფიქრობ, ძალიან კარგია. როცა სტადიონზე მოვდივართ გულშემატკივარი ყოველთვის გვაჩვენებს თავის დამოკიდებულებას, ფოტოების გადაღებას სიყვარულითა და პატივისცემით გვთხოვს. აქაური გულშემატკივარი საოცარია და ჯგუფში თავის დამკვიდრებაში გვეხმარება. ხმაური, რომელსაც ისინი ყოველ მატჩში ტეხენ, არნახული და ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე ძალიან მომწონს.
წყარო:
Manutd.com