თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2015, 18:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2209,
კომენტარები: 12
ბერაჰინო "ოლდ ტრაფორდზე" მატჩს დაესწრო
"წითელი ეშმაკები" ბერაჰინოს შეძენას ეცდებიან.
ბერაჰინო
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის იმ გუნდების სიას მიემატა, რომლებიც საიდო ბერაჰინოს შეძენას ზაფხულში ეცდებიან.

"ვესტ ბრომვიჩის" საუკეთესო ბომბარდირის თამაშს მიმდინარე სეზონში ყველა აღტაცებაში მოჰყავს.

საიდომ ყველა ტურნირის მასშტაბით უკვე 18 გოლის გატანა მოახერხა და არ მალავს, რომ კლუბის დატოვება სურს.

21 წლის ინგლისელის სახელს ყველაზე მეტად "ტოტენჰემსა" და "ლივერპულს" უკავშირებენ, მაგრამ მისი შეძენის წინააღმდეგი არც "მანჩესტერ იუნაიტედია".

სეზონის ბოლოს "წითელი ეშმაკები" დიდი ალბათობით რობინ ვან პერსის განშორდებიან, ხოლო რადამელ ფალკაოს არ შეიძენენ, ამ მიზეზით ვან გაალი დაცვის ხაზის ახალ ვარიანტს შეიმუშავებს.

ბერაჰინოსადმი "იუნაიტედის" ინტერესს უფრო მეტად ის ადასტურებს, რომ ფეხბურთელი გუშინ ღამით "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნაზე შენიშნეს, საიდანაც "არსენალისა" და მისი პოტენციური მომავალი გუნდის მატჩს ადევნებდა თვალს.

ბერაჰინო "ოლდ ტრაფორდზე" შენიშნეს


წყარო: fapl.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2015 18:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ზანგი კია, ინგლისელია, მოიყვან, გაზრდი, აჭამ-ასვამ, მერე წავა გაგიტანს გოლს და პირს გაიხევს აღნიშვნით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
10 მარტი 2015 19:01
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუუუ აუუუ როგორ მინდა ეს ბიჭი love ან ეს ან კეინი, მარა რადიკალურად განსხვავებული ტიპის მოთამაშეები არიან. არცერთის გადმოსვლა არ მეწყინება პირიქით love
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 მარტი 2015 20:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი ბიჭია ეს და თან ინგლისელი როა უფრო მისწორდება wink

კეინი მინდა ყველაზე მაგრად სანამ რეალი ან რომელიმე კლუბი დაადგამს თვალს. მარა უკვე მეშინია ვინმეს გადმოსვლის, გადმოვა გვეგონება რო საოცრად ითამაშებს და დი მარია გამოდგება
0
№4
ავტორი: Goginashvili777
10 მარტი 2015 20:59
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
საიდი love მე პირადად ამასაც ვიყიდდი, ჰარისაც და ჩარლი ოსტინსაც.. წარმოიდგინეთ 4 ფორვარდი, რომლებიც ინგლისელები არიან და 4ვეს აქვს იმის უნარი, რათა ნაკრებში ითამაშონ. ვან პერსი და ფალკაო კიდე, იცით რასაც იმსახურებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: love united
10 მარტი 2015 21:37
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა ნაკრები, რა ბერაჰინო :დ ეს რომ ნაკრებში ითამაშებს იმიტომ ექნება ინგლისს დიდი მომავალი. ან ვაბშე ვინ მიაკარებს ნაკრებს.

ასეთი სრედნიაკები ლივერპულმა დაიტაცოს, ჩვენ კეინები მოვწიოთ.
0
№6
ავტორი: The BeQst
10 მარტი 2015 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
საკმაოდ ლოგიკური იქნება მისი შეძენა და დაცვის ხაზის გაძლიერება, მაგრამ სამწუხაროა რომ უნდა დავემშვიდობოთ რობინ ვან პერსის რადგან მგონია რომ ვან გაალმა ვერ გამოიყენამისი ძალები
0
№7
ავტორი: dachi_mu
11 მარტი 2015 08:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
აუ რა გაბრაზებული ხარ ტო :D ადებაიორივით ხო მაინც არ მოიქცა რა გინდა lol
0
№8
ავტორი: AkkRed
11 მარტი 2015 09:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბევრჯერ არ მიყურებია ამის თამაშს, მაგრამ რამდენჯერაც ვუყურე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
11 მარტი 2015 09:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
აღნიშვნა აღნიშვნაა და ემოცია ემოცია. რა მნიშვნელობა აქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: bziki
11 მარტი 2015 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კეინის რო სკანდირებთ კი კარგ სეზონს ატარებს მარა აცადეთ ვნახოთ ეგეთებს ჩაუყვინთიათ, თან ტოტეც არაა მაგის გამშვები წელს.

ბერაჰინო მირჩევნია მე პირადად ინდივიდუალური კუთხით პროსტო კეინი უკეთეს გუნდშია და უფრო ჩანს მაგის საქმეები
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top