რაიან გიგზი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში მისი გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ფეხბურთელობის ჟამს რაიანმა ტიტული 13-ჯერ აღმართა. ახლა კი იმედი აქვს, რომ მწვრთნელის ასისტენტის რანგში მოახერხებს ამის გაკეთებას.
"მოგებული თასები ყოველი მომდევნო სეზონის წინ მხოლოდ თავდაჯერებას გძენს. ბოლო სამი თვის განმავლობაში ვაჩვენებთ ფორმას, რომელიც ტიტულის მოსაგებად აუცილებელია. ეს დავამტკიცეთ.
თუმცა ამის გაკეთება 9 თვის განმავლობაში უნდა შეგეძლოს, ეს კი ასეთ რთულ ლიგაში ადვილი არ არის. მაგრამ მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი ნამდვილად ტიტული იქნება.
ჯანსაღად უნდა ვიაზროვნოთ. ბოლო წლები ბუნდოვანი გამოდგა. ორი წლის წინ ჩემპიონები გავხდით, მაგრამ დრო იქნება საჭირო, სანამ ტიტულების მოგებამდე მივალთ.
ყოველგვარი ეჭვის გარეშე გეტყვით, ასეთია ჩვენი მიზანი და არა უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგისკენ ვისწრაფვით, რადგან ლიგას ვერ მოვიგებთ, "ჩელსი" ძალიან შორსაა." - განაცხადა რაიანმა.
წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.