ოლივერ რატბონმა "დერბი ქაუნთის" წინააღმდეგ მატჩის მიწურულს გატანილი ფანტასტიური გოლით თებერვლის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი მიიღო.
18 წლის ფეხბურთელმა გამოკითხულთა ხმების 48% მიიღო და კონკურენტებს აჯობა, რომელთა რიცხვში ანდერ ერერას (19%) მიერ "სუონსის" წინააღმდეგ, დეილი ბლინდის (13%) მიერ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ და ხუთი სხვა ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლებიც ირიცხებოდა.
შეცვლაზე შემოსული რატბონის გოლმა მეტოქის მეკარე ერიკ ბეჰრენს თავზე გადაუფრინა და "წითელ ეშმაკებს" გამარჯვება მოაპოვებინა, რამაც A ჯგუფიდან გასვლის და პლეი-ოფში თამაშის საშუალება მისცა.
წყარო: manutd.com
ვიდეოები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.