"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის თქმით, დენი უელბეკის გაყიდვის გამო სინანულს მას ვერც ინგლისელის მიერ "წითელი ეშმაკებისთვის" გატანილი გოლი აიძულებს.
მთელი სეზონის განმავლობაში ჰოლანდიელი სპეციალისტი თავგამოდებით იცავს უელბეკის გაშვებისა და მის ნაცვლად ძვირადღირებული ფალკაოს მოყვანის გადაწყვეტილებას.
როგორც ვან გაალმა განაცხადა, დენი იმიტომ გაყიდა, რომ ფორვარდი არ შეესაბამებოდა "იუნაიტედის" სტანდარტებს და ცოტა გოლს იტანდა.
და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ უელბეკი გახდა ავტორი გოლისა, რომელმაც "იუნაიტედი" ინგლისის თასს გამოთიშა, ვან გაალი საკუთარ პოზიციას არ ცვლის.
"ასეთი რამ ფეხბურთში ხდება. გამიკვირდა, რომ არსენ ვენგერმა უელბეკი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე დააყენა.
ფეხბურთელებს ხშირად ათამაშებენ ყოფილი გუნდების წინააღმდეგ, რადგან ეს მათ დამატებით მოტივაციას აძლევს, მაგრამ ვფიქრობ, გოლი თავად შევქმენით.
თუმცა არა, მის გაყიდვას არ ვნანობ. ფალკაომ ოთხი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა გააკეთა და პარტნიორებს სტიმულს აძლევს, ასე რომ, ეს მხოლოდ მათი პროფესიის ასპექტია." - განაცხადა ვან გაალმა.
წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.