თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2015, 02:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2941,
კომენტარები: 14
ვან გაალი: "საუკეთესო ფეხბურთელი შეცდა"
ლუი ვან გაალი მატჩის შემდეგ.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი თვლის, რომ მისი გუნდი თავად არის დამნაშავე იმაში, რომ ინგლისის თასის გათამაშებას გამოეთიშა.

"წითელი ეშმაკები" ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "არსენალს" ხვდებოდნენ, რომლის წინააღმდეგ დამარცხების შემდეგ მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგების ყველაზე რეალური შანსი ხელიდან გაუშვეს.

ვან გაალი კი მეტოქის ქებას საკუთარი თავის კრიტიკას ამჯობინებს.

"გასახდელში მოთამაშეებს ვუთხარი, რომ გამარჯვება თავად გავუშვით ხელიდან და ეს იმედგაცრუებას იწვევს. 1-0-ს შემდეგ გათანაბრება მალე მოვახერხეთ, მეორე ტაიმის პირველი მომენტი ჩვენ შევქმენით და ისიც გავუშვით.

ჩვენ დავმარცხდით არა მეტოქის, არამედ საკუთარი თავის გამო და ეს ძალიან მიცრუებს იმედს. მატჩს გამარჯვებისთვის, მოწინააღმდეგის დამარცხებისთვის თამაშობ და ნახევარფინალში ყოფნა ძალიან გვინდოდა. მოთამაშეები ძალიან იმედგაცრუებულნი არიან, იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო."
- განაცხადა ვან გაალმა.

გამარჯვების გოლი ყოფილმა "წითელმა ეშმაკმა", დენი უელბეკმა გაიტანა, რომელმაც ვალენსიას შეცდომით ისარგებლა და ანგარიში 2-1 გახადა.

"ბურთი მივეცით ისეთ ადგილას, სადაც ამის გაკეთება დაუშვებელია. ვფიქრობ, ჩემი გუნდის საუკეთესო მოთამაშემ შეცდომა დაუშვა და ის გადამწყვეტი აღმოჩნდა, ასეთი რამ ხდება."

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ასევე განაცხადა, რომ მთავარ მსაჯ მაიკლ ოლივერთან არავითარი პრეტენზია არ აქვს, რომელმაც შეხვედრის მიწურულს ანხელ დი მარია გააძევა.

"ყველა მოთამაშემ იცის, რომ მსაჯის შეხება არ შეიძლება. ის კი შეეხო და მსაჯმაც მეორე ყვითელი ბარათი მისცა.

მატჩის წინ ყოველთვის ვამბობ, რომ წითელი ბარათი არ უნდა მიიღო, ემოციები უნდა აკონტროლი, მაგრამ ასეთი რამაც ხდება.

დი მარიას ვუთხარი, რომ მოედანზე ბოსი მსაჯია. ის წყვეტს, შენ კი უნდა შეეგუო და არ გამოხატო სხვა რეაქცია.

10-თ 11-ს წინააღმდეგ მეტოქის დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით და გულშემატკივარი მხარს გვიჭერდა, რაც ფანტასტიური იყო. "


ინგლისის თასის მოპოვების იმედი "იუნაიტედს" მინიმუმ ერთ წელს აღარ ექნება, მთავარი კი ახლა პრემიერ ლიგაა, სადაც მომდევნო მეტოქე "ტოტენჰემი" იქნება.

"ყველა მოთამაშე იმედგაცრუებულია და ეს ლოგიკურია. უნდა ვნახოთ როგორ მოვახერხებთ ამისგან აღდგენას.

ვერ ვიტყვი, რომ გუნდის მოტივაცია ცუდი იყო. ის ყოველთვის კარგია. კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ფანტასტიური მებრძოლი სული.

ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ ჩვენ სპორტსმენები ვართ, უნდა აღვდგეთ."
- დაასრულა ლუიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
10 მარტი 2015 02:48
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ჩვენ დავმარცხდით არა მეტოქის, არამედ საკუთარი თავის გამო
შენ გამო დავმარცხდით, შენ გამო და ყველაფერი მარტო შენი ბრალია!!!!! აიი ძალიან ბევრი ცუდი სიტყვის დაწერა მინდა, მაგრამ აზრი არ აქვს მაინც არ დაიწერება. ფუუუუუ შენიიი cerealguy

აწყობილი და ძალიან კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, რაღაც უაზრობა მოიგონა მაინც და წააგო კიდეც საბოლოოდ თამაში. ვგრძნობდი, ვრძნობდი რო ბოლოს მაინც მიქარავდა.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
10 მარტი 2015 02:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თამაში წააგე შენ პირველ რიგში შემადგენლობის დაყენებით და მერე უარესად არევით. თუ კერიკის შემოყვანა უნდოდა ბლინდი უნაა გაეყვანა და არა ერერა

მატა უნდა ყოფილიყო სასტავში. მარა ფელაინი რო ა რგვყოლოდა ვიღაც ჩაოუწოდებდნენ. მაგარი უაზრო გოლები გავუშვიტ, იმენა მაგარი უაზრო

და კიდევ ერთხელ უელბეკის დედას მოვიკითხავ და გულთბილ სალამს გადავცემ დღევანდელი დღისთვის მაგ დედა ****
0
№3
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2015 03:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყოველი თამაშის მერე შეიძლება მიზეზის პოვნა, მაგრამ უფრო მთავარია მიზეზის გაშიფრვა და თავიდან არიდება. იმედია ამას მოახერხებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Jubo
10 მარტი 2015 08:44
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
სიტყვა პასუხს ვერ დაუწუნებ areyoukiddingme
ერთი რამე ვერ გავიგე. ჩემმა საუკეთესო ფეხბურთელმა დაუშვა შეცდომაო. ვალენსიაა საუკეთესო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: AkkRed
10 მარტი 2015 10:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Jubo,

2 შეცდომა ჰქონდა და ორივე გვაყლაპეს.
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 მარტი 2015 10:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ შემადგენლობა არასწორედ იყო არჩეული. არ მჯერა მე ამ ექსპერიმენტობის და მომკალით რაა. გუნდში როცა გყავს მატა რატო უნდა დააყენო ფელაინი ათიანზე აი ამას ვერასოდეს ვერ ვხვდები. კიი გასაგებია რო ფელაინი მეორე სართულზე კარგია, მაგრამ სუ შეიძლება რო ესე ვაწოდებდეთ იმის იმედათ რო იქ ფელაინი თავზე მოიგებს და რაღაც მომენტი იქნება. რამდენჯერაც მოიგო თავზე იმდენი ჯარიმა აიკიდა. გარდა ამისა, ის ორი ცვლილება რა საჭირო იყო. კაი ერერაზე ჩავთვალოთ რო ყვითელი ქონდა და თავი დაიზღვია, მაგრამ შოუს რას ერჩოდა მაინც ვერ გავიგე. მაშინ დაეყენებინა თავიდანვე როხო ფლანგზე და დაეტოვა შოუ სკამზე. ეხლა დი მარია, არ ვიცი როგორ დაინახა, მაგრამ მე ნამდვილად არ მგონია რო იქ სიმულაცია იყო. აშკარად დაიჭირა ხელით და დი მარიაც დაეცა, ნუ მერე რაც მოხდა ყველამ ვიცით. იანუზაიზე არაფერს ვამბობ, რამის ასისტი უნდა მიეთვალა და წამოწვა. ასეა თუ ისეა მსაჯმა ძალიან ცუდათ იმსაჯა. ბელერინიც გასაგდები იყო, მაგრამ რატომღაც არ გააგდო... ( სხვათაშორის მაგ ეპიზოდის მერე ვენგერმა ეგრევე შეცვალა )

ეხლა იმ დაბოღმილი არაკაცის საქციელზე ვიტყვი, რომ შეიძლება გაბრაზებული იყო როცა გუნდიდან გაუშვეს, მაგრამ აქ ელემენტარული პატივისცემა იყო გულშემატკივრის მიმართ. ვან გაალმა თუ გაუშვა გულშემატკივრები რა შუაში იყვნენ. იმას მაინც იმსახურებდნენ რომ გოლი ესე არ აღენიშნა მაგ ზანგ არასწორს. ამიტომაც რამდენჯერაც ველბეკის სუნიანი ფეხი ოლდტრაფორდზე დაიდგმება იმდენჯერ მოვიკითხავთ ასევე მის სუნიან დედას.............
0
№7
ავტორი: temo-scholes
10 მარტი 2015 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Wardell,
+1 sastav ai sad dagverxa ro valensia gundis sauketeso fexburtelis wodebas ro miigebs zogadad...
0
№8
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2015 10:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Jubo,
ამ მატჩშიო, თორემ ისე კი არა კაცო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Macklemore
10 მარტი 2015 11:50
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ისე ბოლო წუთების მანჩესტერმა ძველი მანჩესტერი გამახსენა. ძალიან ამაღელვებელი და ემოციური მატჩი იყო.
0
№10
ავტორი: გაბადაძე
10 მარტი 2015 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
თამაშისთვის არ მიყურებია მარა შეცვლებს თუ გადახედავ მაგარი გაუკეთებია საღოლ , დაცვა გაყავს და ისევ დაცვცა შემოყავს იმის მაგივრად რო შეტევა გააძლიეროს , დავიტანჯე ამ კაცის ექსპერიმენტებით , ყველაზე საუკეთესო შანსი გავუშვით ხელიდან გუშინ ამ სეზონში ტიტულის მოპოვების, ველბეკზე აგარაფერს აღარ ვამბობ,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top