"ინგლილისის თასის" მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ორი სახმრეთამერიკელი დაუპირსიპირდება.
ორშაბათს გასამართ "FA თასის" მეოთხედფინალურ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" შორის, ერთმანეთს მეთორმეტედ დაუპირისპირდება თანამედროვე ფეხბურთის ორი გამორჩეული ვარსკვლავი: ანხელ დი მარია და ალექსის სანჩესი.
გასულ შეხვედრებში ანხელ დი მარიამ 5-ჯერ დაამარცხა სანჩესის გუნდი და 2 გოლიც გაუტანა, ხოლო ჩილელს ანხელთან დაპირისპირებაში 4 გამარჯვება აქვს მოპოვებული და ასევე ორი გოლი გატანილი. რა თქმა უნდა, დღევანდელი მატჩი არ იქნება მხოლოდ ორი ფეხბურთელის დაპირსიპირება, თუმცა ეს ორი სამხრეთამერიკელი ნამდვილად შემატებს სანახაობას ინგლისის თასის მეოთხედფინალს.
ყველაფერი 2011 წელს დაიწყო, როდესაც დი მარიას "რეალმა" ფრედ 2-2 ითამაშა "ბარსელონასთან", რომლის შემადგენლობაშიც ირიცხებოდა დებიუტანტი სანჩესი. ამის შემდეგ ეს ორი ფეხბურთელი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ესპანეთის "პრიმერა დივიზიონის" ეგიდით, ანხელის გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. ორივე შეხვედრაში გოლით გამოირჩა სანჩესი.
2012/2013 წლებში ჩილელს და არგენტინელს 4-ჯერ მოუწიათ ერთმანეთის პირისპირ თამაში ესპანური გრანდების შემადგენლობებში. ასევე ორივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაში, რომელიც არგენტინის გამარჯვებით დასრულდა.
ვინგერები პირველად ინგლისში ერთმანეთს ნოემბრის თვეში შეხვდნენ, როდესაც "იუნაიტედმა" ახალი 7 ნომრის დახმარებით საკუთარ მოედანზე დაამარცხა "მეთოფეები", ანგარიშით 1-2.
"სანჩესი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, "არსენალში" გადმოსვლის შემდეგ მას არ შეუწყვეტია გოლების გატანა და საგოლე მომენტების შექმნა. ის საოცარი ფეხბურთელია და ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში. როცა ალექსისი თამაშობს კარგად, გუნდიც თამაშობს კარგად. ბურთთან ერთად მას ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია, ამიტომ ჩვენ მასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვეცადოთ რომ არ მივცეთ მომენტების შექმნის საშუალება. ყოველთვის როდესაც ის ბურთითაა მისგან დიდ საშიშროებას უნდა ველოდეთ." - განუცხადა დი მარიამ ManUtd.com-ს
ManUtd.com