მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!
დღეს სასტუმროდან გწერთ. როგორც იცით, საღამოს ინგლისის თასზე "არსენალს" ვხვდებით. ეს არის მატჩი, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით. იმედი მაქვს, კარგ თამაშს შევძლებთ და "უემბლის" საგზურს მოვიპოვებთ.
სიმართლე გითხრათ, გუნდი ინგლისის თასს სუნთქვაშეკრული ელოდება, ხოლო შეხვედრა ისეთ მეტოქესთან, როგორიც "არსენალია" - შესანიშნავი შესაძლებლობაა ინგლისური ფეხბურთის მთელს სიტკბოებას სრულფასოვნად ეზიარო. ხოლო ის ფაქტი, რომ მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარდება, დამატებით მოტივაციასა და ოპტიმიზმს გვმატებს. შევეცდებით ჩვენი ქომაგის წინაშე საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. ამ ტურნირისგან კარგი მოგონებები დამრჩა, მე ხომ პირველივე სეზონში მოვიპოვე ტიტული. "უემბლიზე" გამართული ის შეხვედრა ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ მესმის, რომ სანამ ფინალზე ვიოცნებებთ, დიდი დოზის სამუშაო უნდა შევასრულოთ.
"არსენალი" - ტექნიკურად კარგად განვითარებული გუნდია, ხოლო ლონდონური კლუბის შემტევი ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი ძალიან სწრაფები არიან. ისინი სანახაობრივ, მიმზიდველ სტილში თამაშობენ. დარწმუნებული ვარ, ეს საინტერესო მატჩი იქნება მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს.
პრემიერ ლიგაში ჩვენი ბოლო მატჩი "სენტ ჯეიმს პარკზე" შედგა და გამარჯვების ხელიდან გამოტაცება მოვახერხეთ. "ნიუკასლი" - კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლებიც მოწინააღმდეგეს ყოველთვის ურთულებენ ცხოვრებას. განსაკუთრებული მატჩი იყო, რადგან ხონას გუტიერესი მოედანზე დაბრუნდა. მისი ბრძოლა და ის, თუ როგორ დაძლია ავადმყოფობა - ყველასთვის სამაგალითოა. ყველას გაგვიხარდა მისი ისევ დანახვა. ძალიან, ძალიან მიხარია მის გმაო.
მინდა ანდერ ერერას თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მივულოცო. ის არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი მეგობარიცაა, ასე რომ, აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ რამდენად მიხარია მის გამო.
მოუთმენლად ველოდები ინგლისის თასზე ჯადოსნურ და დაძაბულ საღამოს. როგორც ყოველთვის, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იქ ყოფნისთვის, ასევე ჩვენი გუნდის ასეთი მხარდაჭერისთვის. დღეს "ოლდ ტრაფორდზე" შევხვდებით!
გეხვევით.
ხუანი.
წყარო:
juanmata8.com