"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა თავის სკაუტებს დაავალა, რომ აქტიურად დააკვირდნენ "ბარნლის" თავდამსხმელ დენი ინგსს.
22 წლის ინგლისელის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ინგსი კლუბს გამოიცვლის, მისით კი "იუნაიტედის" გარდა "ლივერპულიც" ინტერესდება.
თებერვალში გამართულ შეხვედრაში, სადაც ერთამენთს "იუნაიტედი" და "ბარნლი" უპირისპირდებოდნენ, ინგსმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვან გაალზე. ჭორების თანახმად, ჰოლანდიელი სპეციალისტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დენი თავის კლუბში გადაბარგდეს.
"Daily Maily"-ის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი იმდენად მაღალია, რომ "ბარნლის" მიერ ჩატარებულ ბოლო შეხვედრას, რომელშიც "ლივერპულს" სტუმრობდა, "იუნაიტედის" მთავარი სკაუტი ჯიმ ლეილორი ესწრებოდა.