"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა, ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ მას სურს, მოიგოს ტიტული პირველივე სეზონში.
63 წლის ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, თუმცა იგი არ იქნება წინააღმდეგი, მოიგოს FA CUP, რომლის მეოთხედფინალური შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე.
"შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის თამაში არის შენი სამუშაო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გსურს, რაღაც მოიგო. მოთამაშეებს სურთ ამ სეზონში ტიტულის მოპოვება, ასევე სამწვრთნელო შტაბსაც და გულშემატკივარსაც."
"როცა "FA Cup"-ს მოიგებ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო როცა რაღაცისთვის იბრძვი და მიზანს აღწევ, მაშინ თავს ბედნიერად თვლი."
"მაშინ,როცა შენ გყავს ძალიან ძლიერი კონკურენტები და მაინც მოიგებ ამ ტიტულს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მოთამაშე იგებს ტიტულს, ის იღებს გამოცდილებას. გამარჯვებას ბევრი დადებითი მხარე აქვს" - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს "The Guardian"
"იუნაიტედის" ლიდერსა და კაპიტანს, უეინ რუნის არასოდეს მოუგია ასოციაციის თასი. ვან გაალი იმედოვნებს, რომ დაეხმარება თავის კაპიტანს ამ მიზნის მისაღწევად.
"მან ვერ შეძლო ამ ტიტულის მოპოვება და ეს უკვე საკმარისია, რათა ბოლომდე ვიბრძოლოთ. პირველი წარმატება "აიაქსის" შემადგენლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, ეს იყო პირველი ემოციური მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ასე, რომ ეს ეძღვნება რუნის" - განაცხადა ვან გაალმა.