თბილისი:
მანჩესტერი:
9-03-2015, 10:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3495,
კომენტარები: 16
დი მარია სახლს ყიდის
არგენტინელი სახლს 4 მლნ. ფუტად აფასებს.
დი მარია სახლს ყიდის
"მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელი ვარსკვლავი ანხელ დი მარია, როგორც ჩანს საცხოვრებლის გამოცვლას აპირებს, რადგან ჩეშირის საგრაფოში მისი სახლის 4.1 მლნ. ფუნტად გაყიდვა დაგეგმა.

სწორედ ამ სახლში დაესხნენ თავს ანხელს მძარცველები, როცა ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

26 წლის ფეხბურთელი თავის ცოლთან, ხორხელინასთან ერთად სადილობდა, როცა სამი ნიღბიანი მამაკაცი მისი სახლის კარის გატეხვას ეცადა.

დი მარია სახლს ყიდის


თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ სამივე მათგანი სახლში ხელცარიელი დაბრუნდა.

ინციდენტის შემდეგ დი მარია და მისი ოჯახი მდიდრულ სასტუმროში გადაბარგდნენ, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ.

და როგორც ჩანს არც ერთი მათგანი არ აპირებს სახლში დაბრუნებას, რამეთუ უძრავი ქონების გაყიდვას აპირებენ.

დი მარია სახლს ყიდის


დი მარია სახლს ყიდის


"რაითმუვი" სახლის შესახებ იუწყება: "საოცარი სახლი, რომელიც პრეტსბერის შუაგულში კარგად მოწყობილ მიწაზე კერძო გზაზე მდებარეობს.

შიგნით, მისაღებ ოთახში არის საცურაო აუზი შუშის პანელებით, ხოლო ჰოლს ალამაზებს სახლის შუაგულში მდებარე აუზი."


დი მარია სახლს ყიდის


დი მარია სახლს ყიდის


სახლს ასევე აქვს მდიდრული სამზარეული და საოჯახო ოთახი, რომელიც ფრანგული კარით ბაღში გაგვიყვანს.

ასევე არის მისაღები ოთახი ჩამოსაშლელი ეკრანით, ბავშვების სატელევიზიო ოთახი, სათამაშო ოთახი, ოფისი, დარბაზი, გამოსაცვლელი ოთახი, აუზი შიგნით, ჯაკუზი, ორი საძინებელი ოთახი ავტოფარეხთან ახლოს.

დი მარია სახლს ყიდის


დი მარია სახლს ყიდის


დი მარია სახლს ყიდის


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
9 მარტი 2015 10:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ალბათ უფრო უსაფრთხო უბანში გადავა საცხოვრებლად, თორე არამგონია რომ გუნდს იცვლიდეს ასე მალე.
0
№2
ავტორი: Goginashvili777
9 მარტი 2015 11:21
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
AkkRed,
არა აკო, სეზონის ბოლოს მიდის. სავარაუდოდ საფრანგეთში.. ჯერ ერთი როცა კომენტარს წერს სულ იმეორებს, რომ ოჯახია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და იქვე ამატებს ხოლმე იმასაც, რომ ვერ გაიხსნა პრემიერ ლიგაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: AkkRed
9 მარტი 2015 11:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Goginashvili777,


ამას ვუშვებთ და იანგს ვტოვებთ? areyoukiddingme
0
№4
ავტორი: Goginashvili777
9 მარტი 2015 11:25
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
AkkRed,
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ასეა. სეზონის ბოლოს წავა იქ სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და კიდევ, მხოლოდ 1 სეზონის გაძლება მოგიწევთ და მერე ჩემი ბიჭიც წავა crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: chudikone
9 მარტი 2015 11:43
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: Goginashvili777
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ასეა. სეზონის ბოლოს წავა იქ სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და კიდევ, მხოლოდ 1 სეზონის გაძლება მოგიწევთ და მერე ჩემი ბიჭიც წავა

არ დაიჯერო რო ამ ფაქტის გამო დი მარია გუნდიდან წავა. 1 სეზონი საკმარისია შესათამაშებლად გუნდთან და მერე მგონი გაიხსენებს ძველ ფორმას. თან ესპანელების უმეტესობას უჭირს ინგლისში ადაპტირება, გამონაკლისი ტორესი იყო ლივერპულში და ჩელსიში მატა, მეტი არავინ მგონი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 მარტი 2015 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რახან სახლს ყიდის ესეიგი გუნდსაც იცვლის??? wink არ დაიჯეროთ ეგ...
0
№7
ავტორი: Berba 9
9 მარტი 2015 12:41
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ხო არ მოვაგროვოთ და ვიყიდოთ ეს სახლი ? :))))

ისე კაი ბევრი მიუცია ამ სახლში და თუ მართლა სახლის პრობლემა იყო გაყიდოს და იყიდოს ახალი, რა ენაღვლება ))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: Wardell
9 მარტი 2015 16:24
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Rojodiablo
შენგან კაი მაკლერი კი დადგებოდა ისე :D :D :D
0
№9
ავტორი: VaRdo
9 მარტი 2015 16:29
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ეს სახლი მომცა ეხლა wink სამოთხეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: GeorgeBest
9 მარტი 2015 17:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რადროს დი მარიას წასვლაზე ლაპარაკია. ესეც იანგი არ მყავდეს. გამოასწორებს ყველაფერს და ამას რო არავინ გაუშვებს იცის ყველამ

ალბათ თავდასხმის გამო ყიდის რა, დიდი ამბავი wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top