არგენტინელი სახლს 4 მლნ. ფუტად აფასებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელი ვარსკვლავი ანხელ დი მარია, როგორც ჩანს საცხოვრებლის გამოცვლას აპირებს, რადგან ჩეშირის საგრაფოში მისი სახლის 4.1 მლნ. ფუნტად გაყიდვა დაგეგმა.
სწორედ ამ სახლში დაესხნენ თავს ანხელს მძარცველები, როცა ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
26 წლის ფეხბურთელი თავის ცოლთან, ხორხელინასთან ერთად სადილობდა, როცა სამი ნიღბიანი მამაკაცი მისი სახლის კარის გატეხვას ეცადა.
თუმცა განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ სამივე მათგანი სახლში ხელცარიელი დაბრუნდა.
ინციდენტის შემდეგ დი მარია და მისი ოჯახი მდიდრულ სასტუმროში გადაბარგდნენ, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ.
და როგორც ჩანს არც ერთი მათგანი არ აპირებს სახლში დაბრუნებას, რამეთუ უძრავი ქონების გაყიდვას აპირებენ.
"რაითმუვი" სახლის შესახებ იუწყება:
"საოცარი სახლი, რომელიც პრეტსბერის შუაგულში კარგად მოწყობილ მიწაზე კერძო გზაზე მდებარეობს.
შიგნით, მისაღებ ოთახში არის საცურაო აუზი შუშის პანელებით, ხოლო ჰოლს ალამაზებს სახლის შუაგულში მდებარე აუზი."სახლს ასევე აქვს მდიდრული სამზარეული და საოჯახო ოთახი, რომელიც ფრანგული კარით ბაღში გაგვიყვანს.
ასევე არის მისაღები ოთახი ჩამოსაშლელი ეკრანით, ბავშვების სატელევიზიო ოთახი, სათამაშო ოთახი, ოფისი, დარბაზი, გამოსაცვლელი ოთახი, აუზი შიგნით, ჯაკუზი, ორი საძინებელი ოთახი ავტოფარეხთან ახლოს.
წყარო:
M.E.N.