"არსენალის" ყოფილ ფეხბურთელს, ნაიჯელ ვინთერბორნს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" დაპირისპირებაში დიდ როლს კრეატიული ფეხბურთელები ითამაშებენ.
"მეთოფეების" რიგებში გატარებული 14 წლის განმავლობაში მცველს არაერთი დიდი მატჩი ჩაუტარებია "იუნაიტედის" წინააღმდეგ.
ვინთერბორნს სჯერა, რომ ინგლისის თასის მე-6 რაუნდის მატჩში მნიშვნელოვანი იქნება არა ფიზიკური ძალა, არამედ ისეთი ტექნიკური ფეხბურთელების თამაში, როგორიც ანხელ დი მარიაა.
"ყოველთვის ვეძებ ფეხბურთელებს, რომელთაც დაცვის ოთხეულის შეწუხებისთვის აუცილებელი კლასი და უნარი აქვს, რაც კარგ მოძრაობასა და დაცვის უკან ჩარბენისთვის მზადყოფნას გულისხმობს.
ვფიქრობ, თუ შენი მოწინააღმდეგის წინ ძალიან დიდხანს თამაშობ, ორგანიზებას და შენთვის ხელის შეშლას მოახერხებენ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ანხელ დი მარიას მსგავს ფეხბურთელებს შეუძლიათ განსხვავების შეტანა. მას თავად შეუძლია ბურთის ტარება. მისი სახის ფეხბურთელები ბურთს სისწრაფის ხარჯზე ატარებენ და პასსაც აწვდიან.
რა თქმა უნდა, შენ გუნდური თამაშის იმედი გაქვს, მაგრამ აუცილებელია შენმა ტოპ-მოთამაშეებმა გაიბრწყინონ, რათა დამატებითი უპირატესობა მოგცენ. შენი კრეატიული ფეხბურთელები დიდ მატჩებში უნდა გამოდგნენ. ვფიქრობ, ვისი კრეატიული მოთამაშეებიც შეძლებენ ამას, სწორედ ის გუნდი მოიგებს." - განაცხადა "არსენალის" ყოფილმა მცველმა.
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.