"ევერტონი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ ტომ ქლევერლის სეზონის ბოლოს კონტრაქტს შესთავაზებს.
25 წლის ინგლისელი, რომელიც ამჟამად "ასტონ ვილას" რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის გეგმებში არ ფიგურირებს.
სწორედ ამიტომ, "იუნაიტედი" არ აპირებს ქლევერლის გაუხანგრძლივოს კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
ამგვარად, ტომი თავისუფალი აგენტი გახდება და შეძლებს თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს გუნდი, სადაც კარიერის გაგრძელებას ისურვებს. ასეთი გუნდი კი "ევერტონი" იქნება, რომელიც ქლევერლის სამსახურით ინტერესდება.
"ევერტონის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი, ქლევერლის ჯერ კიდევ "უიგანში" თანამშრომლობის დროიდან იცნობს და "გუდისონ პარკზე" ფეხბურთელის მიყვანა გასულ წელსაც სურდა.
მიუხედავად იმისა, რომ "ასტონ ვილაც" არ არის ქლევერლისთვის კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი, თავად ფეხბურთელი მერსეისაიდულ ვარიანტს ამჯობინებს.
წყარო: ESPN
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.