პრემიერ ლიგის ოფიციალურმა საიტმა ტრადიციულად ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც "იუნაიტედის" მხრიდან მხოლოდ ერთი მოთამაშე მოხვდა. ეშლი იანგი, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, ძალიან აქიტიური იყო შეტევაში და მის მიერ წამოწყებულ შეტევებს ხშირად სახიფათო მომენტემდა მიჰყავდა საქმე.
ინგლისელს კარგი შანსი ქონდა გოლის გასატანად მეორე ტაიმის დაწყებიდან რამოდენიმე წუთით ადრე, თუმცა ტიმ კრულმა აჯობა. მატჩის ბოლო წუთზე "ნიუკასლის" დაცვის უხეირო და უეინ რუნის თავგანწირული თამაშის შედეგად ეშლი ცარიელ კარის წინ აღმოჩნდა და მანაც აუღელვებლად შეაგორა ბურთი მეტოქე კარის ბადეში.
28_ე ტურის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: ტიბო კურტუა (ჩელსი).
დაცვა: ალექსანდარ კოლაროვი (სიტი), ფილიპ ბარდსლი (სტოკი), კირენ გიბსი (არსენალი), დენი როუზი (ტოტენჰემი)