"იუნაიტედი" - "არსენალი". რვა სათასო შეხვედრა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" - 2:3 (1979 ფინალი)
მატჩი ისტორიაში შევიდა, სახელით "5 წუთიანი ფინალი". შეხვედრის დასასრულს ოთხი წუთი აკლდა და "იუნაიტედი" 0-2 მარცხდებოდა, თუმცა სანამ მსაჯი სასტვენს ჩაბერავდა გორდონ მაკქუინისა და სემი მაკილროის დარტყმები ბადეში გაეხვა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. დამატებულ 30 წუთში საინტერესო არაფერი მომხდარა და გულშემატკივრებიც საფეხბურთო ლატარეისთვის ემზადებოდნენ, როცა "არსენალის" მარცხენა მცველის, ლაიმ ბრედის ჩაწოდებას ალან სანდერლენდის თავური მოჰყვა და "არსენალი" თასს დაეუფლა.
"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 1:2 (1983 ნახევარფინალი)
"ვილა პარკზე" გამართულ შეხვედრაში თავი ბრაიან რობსონსმა გამოიჩინა, როდესაც მან ტონი ვუდკოქის გატანილ გოლს უპასუხა. მატჩში საბოლოო ანგარიში 17 წლის მოთამაშე, ნორმან უაითსაიდმა დასვა და ფინალში გაიყვანა, სადაც "ბრაიტონს" უნდა შეხვედრილიყო. მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ ვერც ერთი გატანილი გოლის ავტორები, თუმცა "იუნაიტედმა" მაინც შეძლო და გაიმარჯვა. ორი მატჩის ჯამში 6-2.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" - 0:0 (1999 ნახევარფინალი)
ინგლისური გიგანტების შეხვედრა. მატჩი გამოირჩა უხეშობითა და დაძაბულობით. სერ ალექსი შეხვედრის შემდეგ გაცეცხლებული იყო და ეს რისხვა მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, მსაჯ დავიდ ელერიას, რომელმაც საშინელი შეხვედრა ჩაატარა.
"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 1:2 (1999 ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი)
უაღრესად საინტერესო და დაძაბული შეხვედრა. მატჩი, რომელიც არ ჩამორჩა ამ გუნდების არც ერთ შეხვედრას. იყო უხეშობა, წითელი ბარათი, გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი და სხვა.
მატჩის გმირი რაიან გიგზი გახდა, რომლის მიერ გატანილი გოლი საუკეთესოა მის კარიერაში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" - 0:2 (2003 მეხუთე რაუნდი)
"იუნაიტედის" ფეხბურთელებმა მატჩი საშინლად ჩაატარეს, მატჩი რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა ინგლისელი სუპერვარსკვლავის, დევიდ ბექჰემისათვის. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ ესროლა მას ბუცი შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 0:1 (2004 ნახევარფინალი)
ამ მომენტისთვის "არსენალი" ტრებლისათვის იბრძოდა. გასული იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უპირობო ლიდერი პრემიერ ლიგის და აღნიშნული შეხვედრის უდავო ფავორიტი, მიუხედავად იმისა, რომ მატჩს რიო ფერდინანდი და რუდ ვან ნისტელროი ტოვებნენ. შეხვედრაში თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინეს დარენ ფლეთჩერმა და კრიშტიანუ რონალდუმ. ერთადერთი გოლი კი პოლ სქოულზმა გაიტანა და "იუნაიტედი" ფინალში გაიყვანა.
მატჩის დასრულების შემდეგ "იუნაიტედის" ერთ-ერთი ქომაგი ბანერს შლის მოედნის გასასვლელთან, რომელსაც "არსენალის" ფეხბურთელევს უძღვნის. წარწერა ბანერზე: "თქვენ მოიგებთ ტრებლს ? მოიგებთ ბ**** ?"
"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 0-0(5-4 პნ.სერია) (2005 ფინალი)
"არსენალმა" შეძლო და უკეთ შეასრულა თერთმეთმეტრიანების სერია, მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" სარგებლობდა რეპუტაციით, როგორც ყველაზე კარგი შედეგის მქონე გუნდი პენალტების სერიაში.
ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ თერთმეტმეტრიანის რეალიზება ვერ შეძლო იმ დროისთვის საუკეთესო "დამსჯელმა" რუდ ვან ნისტელროიმ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ შეხევდრამდე, ერთი დღით ადრე გუნდი გლეიზერების ოჯახმა შეიძინა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" - 2:0 (2011 მეოთხედფინალი)
სერ ალექს ფერგიუსონს მისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთი სასწაული შემოუთავაზებია და ერთ-ერთი აღნიშნული შეხვედრა გახლავთ. ნახევარდაცვის ხაზზე გამწესებული ჯონ ოში, დარენ გიბსონი და ტყუპი რაფაელ და ფაბიო და სილვების დაყენება ყველასათვის მოულოდნელი გამოდგა, თუმცა ამ ორი უკანასკნელის კარგმა თამაშმა განაპირობა გამარჯვება. პირველი გოლი ფაბიომ გაიტანა, როცა ჩიჩარიტოს მიერ დარტყმულ ბურთს დაამატა და 1-0 გახადა. მეორე გოლის ეპიზოდში ფაბიომ ერთი მოძრაობით 2 მოწინააღმდეგე ჩამოიტოვა, ჩააწოდა, რასაც ჩიჩარიტოს თავური მოჰყვა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე რუნი პირველი აღმოჩნდა და 2-0.
წყარო:
Carrick.ru