"არსენალის" ნახევარმცველი ფრანსის კოქელენი იმედოვნებს, რომ ინგლისის თასზე მომდევნო შეხვედრა მას უკეთეს შთაბეჭდილებას დაუტოვებს, ვიდრე "ოლდ ტრაფორდზე" 8:2-ით განადგურების შემდეგ დარჩა.
ფრანსისის დებიუტი "არსენალის" რიგებში სწორედ "იუანიტედის" წინააღმდეგ შედგა, როცა არსენ ვენგერის შეგირდები "ოლდ ტრაფორდზე" სამარცხვინოდ განადგურდნენ.
ფრანგს იმედი აქვს, რომ ინგლისის თასის მეოთხედფინალი საშუალებას მისცემს ის მარცხი დაივიწყოს.
"სიმართლე გითხრათ, "ოლდ ტრაფორდისგან" საუკეთესო მოგონებები ნამდვილად არ დამრჩენია. არამგონია არსებობდეს უარესი რამ, ვიდრე ერთ მატჩში რვა გოლის გაშვებაა.
როცა "მანჩესტერ იუნაიტედთან" სტუმრად ჩადიხარ ხვდები, რომ რთული იქნება, მაგრამ როცა 8 გოლს უშვებ... ასეთი მარცხის შემდეგ აცნობიერებ, რამდენად ძლიერია პრემიერ ლიგა.
ამჯერად კი ეს სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება სრულიად განსხვავებული გუნდის წინააღმდეგ. იქ ჩვენი ტიტულის დასაცავად, გამარჯვების სურვილით და ჩვენი საქმის შესრულებისთის ჩავალთ." - განაცხადა კოქელენმა.
წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.