სულ რაღაც 10 ტური რჩება პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე. ოთხეულის პირველი ორი კანდიდატი თითქმის უკვე გარკვეულია (ჩელსი/მანჩესტერ სიტი),თუმცა მესამე და მეოთხე ადგილებისთვის ერთმანეთს "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი,ლივერპული და ტოტენჰემი ეცილებიან. საინტერესოა რა სიტუაციაა ჩამოთვლილ კლუბებში და როგორი კალენდარი ელით დარჩენილ ტურებში მათ.
1.არსენალი დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში არსენალი ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობება.ეს არსენ ვენგერს საშუალებას მისცემს მთლიანად პრემიერ ლიგაზე კონცენტრირდეს.ამჟამად მეთოფეები 54 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარს,მანჩესტერ იუნაიტედს 1 ქულით უსწრებენ(ბურთების შეფარდება +23).არსენალი ბოლო დროს კარგ ფორმაშია,გუნდს 4 მატჩიანი მოგებების სერია აქვს და წინ არც თუ ისე რთული კალენდარი ელის: *ვესტ ჰემ იუნაიტედი (ს) *ნიუკასლ იუნაიტედი (გ) *ლივერპული (ს) *ბარნლი (გ) *სანდერლენდი (ს) *ჩელსი (ს) *ჰალ სიტი (გ) *სუონსი (ს) *მანჩესტერ იუნაიტედი (გ) *ვესტ ბრომვიჩი (ს)
დასკვნა : დიდი ალბათობით არსენალი მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს.
2.მანჩესტერ იუნაიტედი ლუი ვან გაალის გუნდმა უკანასკნელ 3 მატჩში საკმაოდ სტაბილური ფეხბურთი აჩვენა.მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ნიუკასლს ბოლო წუთებზე გატანილი გოლის წყალობით მოუგო, წითელი ეშმაკები ოთხეულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები არიან.გუნდს 53 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებს (ბურთების შეფარდება +21).მე-5 ადგილზე მყოფ ლივერპულს კი 2 ქულით უსწრებენ.უკანასკნელ 5 მატჩში შესაძლო 15-დან მანჩესტერ იუნაიტედმა 10 ქულა მოიპოვა.ხოლო ბოლო 2 მატჩია დავიდ დე ხეას გოლი არ გაუშვია.საკმაოდ კარგი სტატისტიკის მიუხედავად,გუნდს წინ ძალიან ცუდი კალენდარი ელის: *ტოტენჰემი (ს) *ლივერპული (გ) *ასტონ ვილა (ს) *მანჩესტერ სიტი (ს) *ჩელსი (გ) *ევერტონი (გ) *ვესტ ბრომვიჩი (ს) *კრისტალ პალასი (გ) *არსენალი (ს) *ჰალ სიტი (გ)
დასკვნა:მანჩესტერ იუნაიტედს ძალიან გაუჭირდება ოთხეულში მოხვედრა.
3.ლივერპული მერსისაიდელები ბოლო დროს კარგ ფორმაში არიან.გუნდს 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს 51 ქულით (ბურთების შეფარდება +12).უახლოეს მდევარს,ტოტენჰემს წითლები 1 ქულით უსწრებენ.ბრენდან როჯერსის გუნდი თურქულ ბეშიქთაშთან ბრძოლაში ევროპის ლიგას გამოეთიშა და მთელი ყურადღება სწორედ პრემიერ ლიგას დაეთმობა.წინასწარ ვერავინ იტყვის ვინ მოხვდება ოთხეულში,თუმცა ამ ბრძოლაში ლივერპულს ნამდვილად აქვს შანსი,თუ იგი მოახერხებს და უახლოეს რთულ მატჩებში ქულების მოიპოვებს: *სუონსი (გ) *მანჩესტერ იუნაიტედი (ს) *არსენალი (გ) *ნიუკასლ იუნაიტედი (ს) *ჰალ სიტი (გ) *ვესტ ბრომვიჩი (გ) *ქუინს-პარკ-რეინჯერსი (ს) *ჩელსი (გ) *კრისტალ პალასი (ს) *სტოკ სიტი (გ)
დასკვნა:ლივერპულს აქვს შანსი ოთხეულში მოხვედრის,თუმცა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ძალიან გაუჭირდება.
4.ტოტენჰემ ჰოთსპური ლონდონური კლუბი ბოლო მატჩებში კარგ ფეხბურთს აჩვენებს.გუნდმა უკანასკნელ მატჩებში შესაძლო 15-დან 10 მოიპოვა(3 მოგება,1 ფრე,1 წაგება) და პრემიერ ლიგის ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს 50 ქულით და ლივერპულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება (ბურთების შეფარდება +7). გუნდი ფიორენტინასთან ბრძოლაში ევროპის ლიგას გამოეთიშა და ახლა მთლიანად პრემიერ ლიგაზე იქნება კონცენტრირებული.მიუხედავად იმისა,რომ ტოტენჰემი ზემოთჩამოთვლილ კლუბებიდან ''სუსტი რგოლია'',გუნდს ნამდვილად აქვს შანსი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის,რადგან წინ არც ისე რთული კალენდარი ელის: *მანჩესტერი (გ) *ლესტერი (ს) *ბარნლი (გ) *ასტონ ვილა (ს) *ნიუკასლი (გ) *საუთჰემპტონი (გ) *მანჩესტერ სიტი (ს) *სტოკ სიტი (გ) *ჰალ სიტი (ს) *ევერტონი (გ)
დასკვნა:ტოტენჰემს ყველაზე ნაკლები შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის,თუმცა ადვილი კალენდარის გამო შესაძლებელია გუნდმა მიმდინარე სეზონი ოთხეულის ზონაში დაასრულოს.
სამწუხაროდ ზემოთჩამოთვლილი კლუბებიდან ინგლისს მხოლოდ 2 წარადგენს ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტისთან და ჩელსისთან ერთად.დანარჩენი 2 კლუბი კი მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე იასპარეზებს.ჩვენ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მატჩებს და ვუყუროთ როგორ განვითარდება მოვლენები ოთხეულოსთვის ბრძოლაში.
სტატიები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.