თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2015, 10:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1846,
კომენტარები: 5
კერიკის შეძენას იტალიური კლუბი ეცდება
მაიკლ კერიკი იტალიელების რადარზე მოხვდა.
კერიკის შეძენას იტალიური კლუბი ეცდება
"მილანი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს მაიკლ კერიკს ზაფხულში კონტრაქტს შესთავაზებს.

ინგლისელი ვეტერანის მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა "იუნაიტედი" მზადაა ერთ წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს.

33 წლის კერიკი მზად არის "წითელი ეშმაკების" რიგებში დარჩეს, თუმცა იტალიური გრანდი საკუთარ შანსებს ჩაეჭიდება.

"მილანს" მისი სახით ნაიჯელ დე იონგის ჩანაცვლება სურს, რომელიც დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის ბოლოს "სან სიროს" დატოვებს.

დე იონგი კი ვან გაალის ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ ითვლება.

"მილანი" ზაფხულში გუნდის გადაწყობას გეგმავს და ამისთვის კერიკი შესანიშნავ კანდიდატად მიაჩნია.

წყარო: dailystar
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 მარტი 2015 10:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამათ ოღონდ კათარზისი შეაქმნევინე და არაფერი უნდათ. სადმე თუ ვინმე უფასოდ იშოვება ყველა მიჰყავთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: vincent
8 მარტი 2015 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
wink wink მილანი-ბებერი ფეხბურთელების საზოგადოება.
ყველაზე ახალგაზრდა მგონი მთავარი მწვრთნელი ინძაგია. wink
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 მარტი 2015 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მალე იმასაც გამოაცხადებენ რო მილანში უფასო პური და ფაფა რიგდებაო wink

რავიცი მე პირადად ერთი წლით კიდე დავტოვებდი კერიკს. რო ვთქვათ, რომ ასაკი ძაან ეტყობა და მოედანზე დადისო მასე ნამდვილად არაა. ყოველშემთხვევაში დე იონგის მოსვლას კერიკის დარჩენა ნამდვილად მირჩევნია.
0
№4
ავტორი: Goginashvili777
8 მარტი 2015 12:21
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ტაკუცუნებს მიაყენონ !! მაიკლი არსად წავა ! კარიერას ჩვენთან ამთავრებს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: GeorgeBest
8 მარტი 2015 17:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ კიდევ საჭირო კაცია და კარიერასაც აქ თუ დაამთავრებს გამისწორდება, იმსახურებს ამას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top