ანხელ დი მარია "იუნაიტედს" დატოვებს.
"იუნაიტედის" სარეკორდო შენაძენი ანხელ დი მარია პრემიერ ლიგის ბოლო სამ მატჩში შეცვალეს, რადგან ვან გაალი თვლის, რომ ანხელს პრემიერ ლიგასთან შეგუებისთვის დრო სჭირდება.
არგენტინელი ფეხბურთელისადმი ინტერესს პსჟ იჩენს და თუ ის მზად არის "ოლდ ტრაფორდის" დასატოვებლად ლუი ვან გაალი მის ნაცვლად მემფის დეპაის შეიძენს, რომლის მიმართ პირადი სიმპათიები აქვს.
27 წლის დი მარიას მხოლოდ საფეხბურთო პრობლემები არ აქვს. მის სახლს ჩეშირის საგრაფოში მძარცველები დაესხნენ თავს, რის გამოც რამდენიმე დღე სასტუმროში გაატარა.
ასეთი ვითარებისგან კი არგენტინელის ხსნა ფრანგულ კლუბს შეუძლია, რომელიც ანხელით ჯერ კიდევ გასულ სეზონში ინტერესდებოდა.
ვან გაალის სიტყვებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰოლანდიელს სურს დი მარიას შეგუებისთვის დრო მისცეს, მაგრამ თუ ანხელი მაინც დატოვებს "იუანიტედის" რიგებს, მაშინ მის ნაცვლად "წითელი ეშმაკები" მემფის დეპაის, მსოფლიო ჩემპიონატზე ლუი ვან გაალის გუნდის ერთ-ერთი წევრის შეძენას ეცდებიან.
21 წლის მემფისს პსვ-სთან მხოლოდ ერთი წელი აკავშირებს მოქმედი კონტრაქტით და მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მლნ. ფუნტია.
ჰოლანდიელი ვინგერით "ტოტენჰემიც" ინტერესდება, მაგრამ სავარაუდოდ ისინი მემფისისთვის ბრძოლას "იუნაიტედთან" დათმობენ.
წყარო:
dailystar