თბილისი:
მანჩესტერი:
8-03-2015, 15:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1952,
კომენტარები: 10
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-6 რაუნდი
თარიღი: ორშაბათი, 9 მარტი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი
დისკვალიფიკაცია: ევანსი (6 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Valdes, Blackett, Shaw, Rojo, Smalling, Jones, McNair, Rafael, Pereira, Blind, Fellaini, Herrera, Valencia, Anderson, Powell, Januzaj, Di Maria, Mata, Falcao, Rooney, Wilson.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მის გუნდში ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ არის და ერთადერთი დაზიანებული მოთამაშე რობინ ვან პერსია. სათასო შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ჯონი ევანსი გამოტოვებს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"არსენალი"

ტრავმირებულები: უილშირი, პაულისტა, არტეტა, დებუში, დიაბი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მონრეალი, ფლამინი, შჩესნი
განაცხადი:

არსენ ვენგერის გუნდის ტრავმირებულთა სიას გაბრიელ პაულისტა და ჯეკ უილშირი ვერ შეემატნენ, ხოლო ფლამინის, მონრეალსა და შჩესნის თამაშის შანსი აქვთ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 53 ქულა(პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-მ-მ-წ-მ-მ


სტუმრად "ნიუკასლის" დამარცხების შემდეგ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილს იკავებს და აქტივში 53 ქულა აქვს.

პრემიერ ლიგაში გამართულ ბოლო 18 მატჩში მხოლოდ 2 შეხვედრა წააგეს - 12 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.

ინგლისის თასზე

"იუნაიტედმა" თასი 11-ჯერ მოიგო, რაც "არსენალთან" ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

ტურნირის ფინალში 7-ჯერ დამარცხდნენ, უკანასკნელად 2007 წელს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0.

ინგლისის თასზე ასპარეზობა გასულ სეზონში მესამე რაუნდში დაასრულეს, როცა "სუონსისთან" სახლში 1-2 დამარცხდნენ.

ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში "იუნაიტედი" მესამე რაუნდში ჩაერთო და "იოვილი" 0-2 დაამარცხა, მე-4 რაუნდში "კემბრიჯთან" გასვლაზე 0-0 ითამაშა, ხოლო გადათამაშებაში 3-0 სძლია, მე-5 რაუნდში კი "პრესტონი" გასვლაზე 3-1 დაამარცხა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"არსენალი"


მე-3 ადგილი, 54 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: მ-მ-მ-წ-მ-მ

გასვლაზე ქპრ-ს დამარცხების შემდეგ პრემიერ ლიგაში მესამე ადგილს იკავებს და აქტივში 54 ქულა აქვს.

"მეთოფეებმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 10 მატჩში 8 შეხვედრა მოიგეს.

ინგლისის თასზე

"არსენალმა" ინგლისის თასი 11-ჯერ მოიგო, რაც "იუნაიტედთან" ერთად რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან ერთად ლონდონელები ტურნირის მოქმედი გამარჯვებულები არიან.

არსენ ვენგერის ხელმძღვანელობის ქვეშ "არსენალი" ინგლისის თასის მე-6 რაუნდში 11-ჯერ გავიდა. 10-დან 9 ასეთ შემთხვევაში "მეთოფეები" ნახევარფინალში გადიოდნენ.

ტურნირის მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში "არსენალმა" "ჰალ სიტის" 2-0 სძლია, მეოთხე რაუნდში "ბრაიტონს" 2-3, ხოლო მეხუთე რაუნდში "მიდლსბროს" 2-0.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი -11 გოლი (10 ლიგაში)

ინგლისის თასზე ჩატარებულ ბოლო რვა შეხვედრაში რუნიმ 7 გოლი გაიტანა.

უეინ რუნის "არსენალისთვის" პრემიერ ლიგის ყველა სხვა ფეხბურთელზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 11 გოლი, მათ შორის "მეთოფეების" წინააღმდეგ ინგლისის თასზე ჩატარებულ სამივე შეხვედრაში - 2005 წლის პენალტების სერიაში და სხვა ორ მატჩში.

"იუნაიტედისა" და "არსენალის" დაპირისპირებაში რობინ ვან პერსიმ ბოლო შვიდ მატჩში 5 გოლი გაიტანა.

"არსენალის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში ხუან მატამ 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი" (პრევიუ)

"არსენალი"


წამყვანი ბომბარდირი: ა. სანჩესი - 19 გოლი (13 ლიგაში).

ინგლისის თასზე ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში ოლივიე ჟირუმ 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

თუ მოედანზე დენი უელბეკი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 219-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედის" ანგარიშზე 93 მოგებაა, "არსენალმა" 78 მატჩი მოიგო, ხოლო 48 მატჩი ფრედ დასრულდა.

ყველა ტურნირის მასშტაბით ჩატარებულ ბოლო 15 შეხვედრაში "იუნაიტედმა" 11 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

კენჭისყრამ გუნდები ინგლისის თასზე ერთმანეთს მეცამეტედ შეახვედრა. "არსენალმა" 6-ჯერ იმარჯვა (ერთხელ პენალტების სერიაში), "იუნაიტედმა" კი შვიდჯერ.

ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს 14-ჯერ შეხვდნენ. 7 მატჩი "იუნაიტედმა" მოიგო, 5 "არსენალმა", ორი ფრედ დასრულდა.

მოწინააღმდეგეები ინგლისის თასის ფინალში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს (ორივეჯერ "არსენალმა" მოიგო) და შვიდჯერ ნახევარფინალში (მომდევნო ეტაპზე ყოველთვის "იუნაიტედი" გადიოდა).

ინგლისის თასზე "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო ოთხ შეხვედრაში "იუნაიტედმა" ყველა მატჩში მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

"ოლდ ტრაფორდზე" "არსენალის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრიდან "წითელმა ეშმაკებმა" 9 მოიგეს.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში

"არსენალი" 1-2 "იუნაიტედი"

22 ნოემბერი, 2014 წელი
მსაჯი: მაიკ დინი
გოლი "არსენალის" რიგებში: ჟირუ 90'
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: გიბსი 56' (ავტოგოლი), რუნი 85'

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე

"იუნაიტედი" 2-0 "არსენალი"

ინგლისის თასის მე-6 რაუნდი
12 მარტი, 2011 წელი.
მსაჯი: კრის ფოი.
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ფაბიო და სილვა 28', რუნი 49'.

მსაჯთა ბრიგადა:

მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი იმსაჯა, 99 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ჯეკ კოლინი, გარი ბესუიკი

სათადარიგო მსაჯი: კრეიგ პოუსონი.

პრომო


მატჩის წინ
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 მარტი 2015 16:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
საინტერესო მატჩი გველოდება და იმედი მაქვს, საინტერესოდ ჩავატარებთ. არსენალთან წინა მატჩის თამაშის ხარისხით, ისევე როგორც ბევრი მატჩით, მეეჭვება ბევრი ადამიანი ყოფილიყო კმაყოფილი, მაგრამ შედეგი მისაღები იყო და მისაღები იქნება ახლაც, თუნდაც ნერვიულობის ხარჯზე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ წინა მატჩში გაგვიმართლა და ყოველთვის ასე არ იქნება. ვერც დე ხეა აიღებს ყველა ბურთს.

ტრადიციულად, "არსენალს" ამ ეტაპზე ყოველთვის ვცდები და ახლაც ასე უნდა მოხდეს, თანაც თუ თასის მოგება, მხოლოდ პრესტონების და კემბრიჯების დამარცხებით არ იქნება. უშუალო კონკურენტებს ჩვენვე უნდა ვძლიოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
8 მარტი 2015 16:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ისე არსენალს რაც თავი მახსოვს თითქმის სულ ისეთ ფეხბურთს ვეთამაშებოდით ხოლმე, როგორიც "ემირეიტზე" იყო. ერთ-ერთ სპორტულ გამოცემაშიც კი დაიწერა მატჩის შემდეგ "ლუიმაც იცის "არსენალის" დამარცხება". მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ "მეთოფეების" კონტრ-შეტევაზე გამოჭერა თითქმის ყოველთვის ადვილი იყო და წელსაც ასეა, თუნდაც მონაკოს და იგივე ჩვენი მაგალითი რად ღირს, საკითხავი ისაა გაუბედავს თუ არა პუბლიკას მეორე ნომრად თამაშს ლუი.
0
№3
ავტორი: Jubo
8 მარტი 2015 16:22
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ურთიერთშეხვედრები რა სასიამოვნო წასაკითხია:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: RojoDiablo
8 მარტი 2015 16:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ძალიან მეეჭვება მაგას მოერიდოს. არ აქვს მნიშვნელობა პუბლიკას. ქპრ-სთან თამაშს თუ უყურე, მხოლოდ იმის გამო დაწყდებოდა გული, რომ შემსრულებელები არ ჰყავს ფერდის გუნდს. თუნცა ისეთი ფეხბურთია დამაკმაყოფილებელი, მაგრამ არა ასეთი შედეგით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: dati-mata
8 მარტი 2015 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
exa kide vin vis xvdeba ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№6
ავტორი: Goginashvili777
8 მარტი 2015 16:59
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აი მაგრად მჯერა რო ხვალ გავანადგურებთ. მინიმუმ 3 გოლს გავიტანთ და შემდეგ პრევიუს რო დაწერს დუმბო არსენალი - მანიუზე 93 ის მაგივრად 94 ჩაამატებს derpgop
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: GeorgeBest
8 მარტი 2015 17:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ურთიერთშეხვედრები ამათთან ყველაზე მაგარი გვაქვს მგონი wink გრანდთან უკვე დიდი ხანია არ გვითამაშია, პრესტონები და კემბრიჯები ამოვიდა მამენტ ყელში. ოლდ ტრაფორდზეა თამაში, არსენალი მოსაგებად ჩამოვა იასნია და არამგონია ლუიმ მეორე ნომრად ითამაშოს

მოკლედ ძაან მაგარი თამაში იქნება

ურთიერთშეხვედრები ამათთან ყველაზე მაგარი გვაქვს მგონი wink გრანდთან უკვე დიდი ხანია არ გვითამაშია, პრესტონები და კემბრიჯები ამოვიდა მამენტ ყელში. ოლდ ტრაფორდზეა თამაში, არსენალი მოსაგებად ჩამოვა იასნია და არამგონია ლუიმ მეორე ნომრად ითამაშოს

მოკლედ ძაან მაგარი თამაში იქნება
0
№8
ავტორი: Count Alucard
8 მარტი 2015 23:32
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
ერთი შეცდომა ვიპოვე. არსენალის თასზე გამოსვლები სადაც არის იქ ორჯერ წერია მესამე რაუნდი.

თამაშს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ მოვიგებთ. არამგონია არსენალმა ოლდ ტრაფორდზე რაიმე სასწაულის მოხდენა შეძლოს.
0
№9
ავტორი: Gio Ghonghadze
9 მარტი 2015 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
დაძაბული თამაში იქნება
0
№10
ავტორი: Macklemore
9 მარტი 2015 22:59
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
უნდა მოვიგოთ რა! ფსიქოლოგიურადაც მაგრად წაგვადგება ეს მოგება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top