"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აცხადებს, რომ სანამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ლუი ვან გაალს აიყვანდა, მანამ სამსახურისთვის მას მიმართეს.
დევიდ მოიესის წარუმატებელი შედეგების, მისი გაძევების და მის ნაცვლად რაიან გიგზის დროებითი მწვრთნელის მოვალეობის პოსტზე დანიშვნის შემდეგ "წითელი ეშმაკები" ზაფხულში ახალი მწვრთნელის ძიებაში იყვნენ.
ასეთი კანდიდატების სიაში კი ლუი ვან გაალი და ანტონიო კონტე იყვნენ, რომლებმაც ჰოლანდიის ნაკრები და "იუვენტუსი" დატოვეს შესაბამისად.
"ინგლისურმა გუნდმა, რომელიც ჩემით ინტერესდებოდა, საბოლოოდ ნაკრების მწვრთნელი აიყვანა.
მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მე პირადი გამოწვევა მაქვს. იყო მწვრთნელი იქ, სადაც ძირითადი საქმე ფეხბურთელების შერჩევაა, შთამაგონებელია." - განაცხადა ანტონიო კონტემ.