"მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთ კვირიან სინჯებზე ნიჭიერი პოლონელი მეკარე ტომაშ კუჩი მიიწვია.
ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ევროპის ტოპ-კლუბები და რომელიც ამჟამად ვარშავას "პოლონეთის" რიგებში ასპარეზობს, იმედოვნებს, რომ "წითელი ეშმაკების" სამწვრთნელო შტაბზე შთაბეჭდილებას მოახდენს და კონტრაქტს მიიღებს.
პოლონეთის 15 წლამდელთა ნაკრების რიგებში უელსის თანატოლთა ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ კუჩი სინჯებზე "რეინჯერსმა" და "ლივერპულმაც" მიიწვია.
ამჟამად კი პოლონელი კარინგტონზე იმყოფება, სადაც "იუნაიტედი" მისი სახით ნიჭიერი მეკარის პოვნას ცდილობს.