სერ ალექს ფერგიუსონი თვლის, რომ მისი გუნდი მთავარი სადარდებელი დღევანდელ მატჩში ”სუონსის” ფორვარდი მიჩუა.ესპანელი, რომელიც დიდ ყურადღებას იქცევს ამ სეზონში- იმყოფება რა პირველ ადგილზე პრემიერ ლიგის ბომბარდირებს შორის ვან პერსისთან ერთად.
შოტლანდიელი სპეციალისტი გამოტყდა, რომ განცვიფრებულია ესპანელის შედეგებით და გაკვირვებულია, რადგან მას ამ ფეხბურთელზე ადრე არაფერი სმენია.მიჩუმ წინა წელსაც კარგი შდაბეჭდილება დატოვა თავის ძველ კლუბში, ”რაიო ვალეკანოში”. ”მიქაელ ლაუდრუპს შესანიშნავად პოულობს უცნობ ტალანტებს.ამის კარგი მაგალითია მიჩუ, რომელის მხოლოდ 2 მილიონი ფუნტი დაუჯდა ”სუონსის”.მე არაფერი ვიცოდი ამ ფეხბურთელის შესახებ, ასე რომ მომიწევს სერიოზულად დაველაპარაკო ჩემ სკაუტებს” -ხუმრობს სერ ალექსი ინტერვიუში, რომელიც მან manutd.com-ს მისცა.
”იუნაიტედის” მცველებმა ყურადღებით უნდა ითამაშონ მიჩუს წინააღმდეგ, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა. ”მისი გასაოცარი შედეგები გვაძლევს მისი შესაძლებლობების კარგად შეფასებას.ის თამაშობს შეტევაში, მაგრამ კარგად შეუძლია მოედნის შუაშიც თამაში და ხშირად იწევს უკან ბურთის მისაღებად.ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ მის წინააჭმდეგ სათამაშოდ მან ხომ რამდენიმე კვირის წინ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ”არსენალის” წინააღმდეგ.ის ახლა უფრო დარწმუნებული იქნება თავის თავაში.ჩვენ აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ მას.”