უეინი ასოციაციის თასის შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი კარიერის დროს უეინ რუნიმ ცხრა მნიშვნელოვანი თასი და აურაცხელი რაოდენობის ინდივიდუალური პრიზი მოიგო, თუმცა სურს, რაც შეიძლება მალე შემატოს თავისი ჯილდოების კოლექციას ინგლისის თასი.
"იუნაიტედის" ამჟამინდელ შემადგენლობაში მხოლოდ ორი ფეხბურთელი ირიცხება, რომელთაც ინგლისის თასი აქვთ მოგებული - რობინ ვან პერსიმ ეს 2005 წელს გააკეთა, როცა "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩში შეცვლაზე შესვლის დროს პენალტების სერიაში გაიტანა, ხოლო ხუან მატამ 2012 წელს "ლივერპულის" წინააღმდეგ საფინალო შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო.
"ვესტ ბრომვიჩში" გადასვლამდე დარენ ფლეთჩერი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც "წითელი ეშმაკების" რიგებში ჰქონდა ინგლისის ყველაზე ძველი თასი მოპოვებული. ეს მოხდა 2004 წელს, როცა რუდ ვან ნისტელტორის დუბლმა და კრიშტიანუ რონალდუს გოლმა "იუნაიტედს" "მილუოლის" კომფორტულად დამარცხების საშუალება მისცა.
2004 წელს "ევერტონიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ უეინ რუნიმ ორ წარუმატებელ ფინალში მიიღო მონაწილეობა: 2005 წელს "არსენალის", 2007 წელს კი "ჩელსის" წინააღმდეგ.
ეს ყველაფერი რუნის სათასო ტურნირზე წარმატების მიღწევისთვის დამატებით მოტივაციას მატებს და იმედი აქვს, რომ თანაგუნდელებთან ერთად მიზანს მიაღწევს. თუმცა მანამდე რუნის კონკრეტულ მატჩზე კონცენტრაციის მოხდენა სჭირდება.
"ორშაბათს "არსენალის" წინააღმდეგ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ვთამაშობთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თასის ფინალში რამდენიმე წელია არ ვყოფილვართ, გვინდა "არსენალს" მოვუგოთ, ამას მოუთმენლად ველოდებით. რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ინგლისის თასს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როცა ვიზრდებოდი, მიყვარდა ტელევიზორით ამ ტურნირის ყურება და გამიმართლა, რომ 1995 წელს "ევერტონის" მიერ აწეული თასი ვიხილე, როცა 9 წლის ვიყავი. მინდა ეს ტურნირი მოვიგო და იმედი მაქვს, წელსვე გავაკეთებთ ამას." - განაცხადა რუნიმ.
წყარო:
carrick.ru