"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ჯონი ევანსმა, პაპის სისეზე შეფურთხების ბრალდება უარყო.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ კი ამის პასუხად საკუთარ Twitter გვერდზე შემდეგი განცხადება გააკეთა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი, ჯონი ევანსი საფეხბურთო ასოციაციის ბრალდებას უარყოფს, რომელიც პაპის სისესთან მომხდარ ინციდენტს ეხება. დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ მოსმენა პარასკვეს მოახდინა, გადაწყვეტილებას კი შაბათს მიიღებს."
ჩრდილოირლანდიელისგან განსხვავებით, "ნიუკასლის" სენეგალელმა ფორვარდმა დანაშაული აღიარა და 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.