"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ მარუან ფელაინის მიაჩნია, რომ ორშაბათს გასამართ სათასო მატჩში გუნდური სულისკვეთება მნიშვნელოვანი იქნება.
პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში "იუნაიტედი" ბოლო წუთამდე არ დანებდა და გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანა.
ფელაინის მიაჩნია, რომ სწორედ ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება იქონიებს გადამწყვეტ როლს მომდევნო მეტოქის წინააღმდეგ მატჩშიც.
"ნიუკასლთან" მუდამ წინ მივიწევდით და ბოლო წუთზე გავიტანეთ. კარგი სულისკვეთება გამოვავლინეთ, ზეწოლა მოვახდინეთ და ეს მნიშვნელოვანია.
გუნდური სული მრავალჯერ ვაჩვენეთ და სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ. ორშაბათს დიდი მატჩი გვაქვს, რაც თავდაჯერებულობისთვის კარგია.
ეს იქნება გამოწვევა. მოგება პირველივე შეხვედრაში უნდა მოვახერხოთ, რადგან "არსენალში" თამაში რთული იქნება. ინგლისის თასი განსაკუთრებული ტურნირია, დიდი ტიტულია. მე წამიგია ფინალი. მითამაშია ნახევარფინალში. ახლა მოგება შემიძლია." - განაცხადა ბელგიელმა.