რაიან გიგზი აცხადებს, რომ ლუი ვან გაალი მისთვის ბრწყინვალე ადამიანია.
მწვრთნელის ასისტენტმა მიმდინარე კვირაში ვან გაალთან ურთიერთობის შესახებ ეჭვები გააჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ პრესაში ვან გაალისა და რაიან გიგზს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ჭორები გავრცელდა, უელსელმა მწვრთნელის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა.
საუბარია ეპიზოდზე, რომელიც "ნიუკასლთან" მატჩში მოხდა - ეშლი იანგის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლი გიგზმა შეკავებული ემოციით გამოხატა.
ვან გაალმა ამის შესახებ განაცხადა, რომ არავითარ უთანხმოებაში არ არის გიგზთან და ის უელსელთან ერთად ბევრს მუშაობს.
ჭორები არ დაადასტურა გიგზმაც, რომელმაც ჟურნალისტებს შემდეგი განცხადებით მიმართა: "ერთმანეთს კარგად ვეწყობით. ამას შეხვედრის დღიდანვე ვაკეთებთ. ის ჩემთვის ბრწყინვალეა. მისგან ყოველთვის ვსწავლობ.
ნდობა, რომელსაც ის შტაბისადმი ავლენს ბრწყინვალეა და ვფიქრობ ყველა, ვისაც მასთან მანამდე მუშაობის შესაძლებლობა არ ჰქონია, სიამოვნებით იღებს მის მიერ დანერგილ სიახლეებს.
ჩემთვის საინტერესოა. ალბათ, უფრო განსხვავებული, ვიდრე მანამდე, მაგრამ სიამოვნებას ვიღებ."
ვცდილობ დავეხმარო იმის შეცნობაში, თუ რა არის პრემიერ ლიგა.
თუ რა არის გასვლითი მატჩები. ამ გუნდების ისტორია, თუ რა მოხდა წარსულში და რა უნდა გავაუმჯობესოთ.
მართლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. - განაცხადა გიგზმა.