"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა აღიარა, რომ "ოლდჰემმა" მას მთავარი მწვრთნელის პოსტი მართლაც შესთავაზა, მაგრამ თავად პოლი წინადადებას შეუსაბამოდ თვლის.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პოლ სქოულზი მედიასივრცეში წარმატებულად შრომობს და ექსპერტისა და კოლუმნისტის ფუნქციებს ითავსებს. ამასთან ერთად, პოლს არასდროს გამოუვლენია საფეხბურთო კლუბის გაწვრთნის სურვილი.
მცირე ხნის წინ სქოულზს მწვრთნელის პოსტი შესთავაზა გუნდმა, რომელსაც ბავშვობიდან ქომაგობს - "ოლდჰემმა".
მთელი რიგი მიზეზების, მათ შორის ოჯახური მიზეზის გამო სქოულზმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, მაგრამ პირობა დადო, რომ მომავალში აუცილებლად ცდის ბედს.
"საიდუმლო არ არის, რომ "ოლდჰემ ატლეტიკი" ლი ჯონსონის ნაცვლად ჩემს მიწვევას აპირებდა და ეს წინანადება ჩემთვის მართლად სასიამოვნო იყო. მაშინაც კი, როცა "პორტ ვეილის" წინააღმდეგ მათ მატჩს ვუყურებდი და უარის თქმის გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, ჩემს გარკვეულ ნაწილს სურდა მოედნის კიდესთან მდგარიყო.
ოდესმე მწვრთნელი გავხდები. მომდევნო რვა თვის განმავლობაში ამაზე ვიფიქრებ მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ვამბობდი, მწვრთნელის პოსტზე საკუთარ თავს ვერ ვხედავდი. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს "ოლდჰემს" გავწვრთნი - კლუბს, რომელსაც მხარს უჭერს მამაჩემი და რომელიც ასე ახლოა ჩემს გულთან. ეს მართლაც არის კარგი ოჯახური გუნდი, რომელსაც მრავალი ადამიანისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - მათ შორის ჩემთვისაც. უბრალოდ, ახლა ჩავთვალე, რომ შეუსაბამო დროა.
როცა მწვრთნელი გავხდები, მინდა მასზე 100%-ით დავიხარჯო. ამჟამად ბევრი ვალდებულება მაქვს, ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ ხდება და არ შემიძლია ყველაფერს უცებ მოვუღო ბოლო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ახალგაზრდა ოჯახი მყავს, რომელსაც მამა სჭირდება, ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში დიდი ხანი გამიცდა. ჩემთვის შეუძლებელია სამწვრთნელო საქმის სატელევიზიო საქმესთან შეთავსება.
"ოლდჰემის" მსგავს გუნდში მუშაობა კვირაში შვიდი დღის განმავლობაში ყველაფრისმომცველი უნდა იყოს. ასე მიაღწია წარმატებას ლიმ. ოდესღაც ვიქნები ამისთვის მზად. ეს იყო სწორი სამსახური, არასწორ დროს."
წყარო: fapl.ru
სქოულზის გრაფა
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.