ზაფხულში ხავიერ ერნანდესს "რეალი" "მანჩესტერ იუანიტედში" დააბრუნებს.
მადრიდულ კლუბში იჯარის წესით გადასვლის შემდეგ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ხავიერ ერნანდესმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში.
"რეალის" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ 26 წლის ფეხბურთელის გადაბირება შეცდომა იყო და ის არ უნდა გადაეყვანათ.
მოსალოდნელია, რომ ხავიერ ერნანდესი "იუნაიტედს" ზაფხულში დაუბრუნდება, "რეალი" კი მის ნაცვლად არავის შეიძენს. მის ადგილს კარლო ანჩელოტი ხესე როდრიგესს ანდობს, რომლითაც "ჩელსი" ინტერესდება.
"მისი ღვაწლის შემყურე "რეალი" თვლის, რომ შეცდა. მოთამაშე ნამდვილად ვერ იამაყებს მისი სეზონის განვითარებით. ასევე მიაჩნიათ, რომ არც ეს შენაძენი იყო აუცილებელი, რადგან მოედანზე ცოტა დრო გაატარა.
რაც შეეხება მომდევნო სეზონს, არავის მიწვევას არ აპირებენ მის ნაცვლად. პირველ რიგში ამ როლისთვის ხესე როდრიგესს უხმობენ, თუმცა ამჟამად ის ნამდვილად არ არის თავის საუკეთესო ფორმაში, რათა ჩიჩარიტოს ადგილი დაიკავოს." - განაცხადა Cadena COPE-ს წყარომ.