ანდერ ერერა მოხარულია თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის მიღების პრიზით და პირობას დებს, რომ ეს ერთ-ერთი ჯილდოა მრავალთაგან.
ესპანელმა ნახევარმცველმა გამოკითხულთა ხმების 76 % მიიღო და მეორე ადგილზე მყოფ მარკოს როხოს და მესამე ადგილზე გასულ კრის სმოლინგს აჯობა, რომლებმაც შესაბამისად ხმების 14 და 10 პროცენტი მიიღეს.
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ხმა გულშემატკივარმა მისცა და ამით ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ისინი ჩემს მუშაობასა და თამაშის სურვილს აფასებენ, მე კი მინდა გუნდის დახმარება გავაგრძელო. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, "სუონსისთან" გამარჯვება რომ მოგვეპოვებინა. ბოლო თვეში 4 მატჩი მოვიგეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ - ჩვენ ოთხეულში ვართ და გვინდა სეზონის ბოლომდე მოვახერხოთ იქ დარჩენა.
ვფიქრობ, გულშემატკივარს მოსწონს ფეხბურთელები, რომლებიც შრომობენ და ვნებით თამაშობენ. პირველივე დღიდან მიჩვენებენ თანადგომას და მოხარული ვარ ამის გამო. ყოველთვის ვამბობ - ძალიან გამიმართლა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ და ყოველთვის ასე იქნება - მინდა ვითამაშო ვნებით, დავეხმარო გუნდს და ვიმუშაო ბევრი. ჩემი მიზანია "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ტიტულების მოგება - არ გავჩერდები, სანამ ამას არ მივაღწევ." - განაცხადა ერერამ.