"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ ეშლი იანგი იდეალურად ერგება ფეხბურთელთა იმ ტიპს, რომელთან ერთად მუშაობა მოსწონს.
"იუნაიტედის" 18-მა ნომერმა, რომელიც ბოლო მატჩებში თავისთვის საყვარელ ვინგერის პოზიციას დაუბრუნდა, "სენტ ჯეიმს პარკზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ვან გაალი მისი თამაშითა და შედეგით ბედნიერია და თვლის, რომ იანგი სწორედ ისაა, ვინც მის გუნდს სჭირდება.
"ის ფეხბურთელია, ვინც გააკეთებს ყველაფერს, რასაც ეტყვი. ვფიქრობ, ჩემს პროფილს კარგად ერგება. ჩვენ ვინგ-ბექებითაც ვთამაშობდით და ვფიქრობ, სწორედ ეს არის მისთვის საუკეთესო პოზიცია. ახლა კი ვინგერად ვიყენებ და ძალიან კარგად ასრულებს სამუშაოს. მისით მოხარული ვარ."
იანგის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლი ერთ-ერთი იყო იმ მრავალ მომენტთაგან, რომელიც "იუნაიტედმა" "კაჭკაჭების" წინააღმდეგ შექმნა.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვპროგრესირებთ და სწორედ ამიტომ ვიყავი ოთხშაბათს მოხარული თამაშით - ეს უკეთესი მატჩი იყო. არ მესიამოვნა, რომ იმდენი შექმნილი შანსიდან ვერ გავიტანეთ, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი კარგადაა. არააუცილებელ ბურთებს არ ვკარგავდით, ან იმდენად ხშირად არ ვკარგავდით, როგორც მანამდე. ბურთთან ჩვენი მოპყრობით კმაყოფილი ვიყავი." - განაცხადა ვან გაალმა.
წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.