ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ხუთშაბათს დილით განცხადება გააკეთა.
"ნიუკასლის" თავდამსხმელი პაპის სისე და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ჯონი ევანსი ოთხშაბათს "სენტ ჯეიმს პარკზე" მომხდარი ინციდენტის გამო ბრალდებულები არიან.
ორივე ფეხბურთელს საფეხბურთო ასოციაციის E1[a] წესით გაასამართლებენ, რომელიც შეფურთხების შესახებ მუხლს შეიცავს. სწორედ ამ ინციდენტს ჰქონდა ადგილი "სენტ ჯეიმს პარკზე" 38-ე წუთზე.
თუმცა შემთხვევა მხედველობიდან გამორჩათ მთავარ და გვერდით მსაჯებს.
ორივე ფეხბურთელს 6 მარტის 10 საათამდე ეძლევათ დრო იმისთვის, რომ საფეხბურთო ასოციაციის წინაშე თავი იმართლონ.
დანაშაულის აღიარება ავტომატურად ნიშნავს 6 მატჩიანი დისვალიფიკაციის მიღებას.
პაპის სისემ უკვე აღიარა დანაშაული და ამისთვის 7 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ხოლო ჯონი ევანსი აცხადებს, რომ ის მხოლოდ ძირს დაფურთხებას ცდილობდა და სხვისი შეურაცხმყოფელი საქციელი არ ჩაუდენია.
წყარო: manutd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.