ყოველკვირეულად "მანჩესტერ იუნაიტედის" საიტი გვთავაზობს ვიდეოს, სადაც ასახულია ლამაზი და ტექნიკური თამაში. ამ ვიდეოში ხვდებიან, როგორც ძირითადი, ასევე 18 და 21 წლამდე მოთამაშეები.
ძირითადი გუნდიდან ვიდეოში მოხვდნენ: უეინ რუნი, მარუან ფელაინი, ანხელ დი მარია და კრის სმოლინგი, რომლებმაც თავისი ტექნიკის დემონსტრირება გასულ ტურში, "ნიუკასლის" წინააღმდეგ შეძლეს. ვიდეოში ასევე მოხვდნენ 21 წლამდელთა წევრებიც. ჯო როტუელმა და ეშლი ფლეტჩერმა "ბოლტონის" წინააღმდეგ პატარა შოუ შემოგვთავაზეც, რაც "იუნაიტედის" ოპერატორებს არ გამოპარვიათ. საინტერესია ის, რომ აღნიშნულ ვიდეოში მოხვდა დინ ჰენდერსონი, რომელიც 18 წლამდელთა გუნდის კიპერი გახლავთ.